LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმდებიან

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში სამუშაოდ წასვლის მსურველები

დაპოსტა 2021/03/08-ში
A A
265
ნახვა
გაზიარება

საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა. როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება სარეგისტრაციო პორტალზე, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა.

– ამ დროისთვის, გერმანიაში ლეგალური დასაქმების რამდენი მსურველია რეგისტრირებული და მათგან რამდენი ადამიანის შერჩევა მოხდება პირველი ეტაპზე?

– დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 ადამიანი გაგვეშვა, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.

– როდის დაიწყება შერჩევის პროცესი და როდის მოხდება დასაქმებულების პირველი ნაკადის წასვლა გერმანიაში?

– საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე. ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ეს პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

– რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში დასაქმების მსურველები, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება მათი შერჩევა?

– შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი.წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს.

– როგორია გერმანიაში დასაქმების მსურველთა შემდეგი ნაკადის რეგისტრაცია-შერჩევის ვადები და სულ რამდენი ნაკადის შერჩევა იგეგმება?

– ეს პროგრამა არაა გათვლილი მოკლე ვადაზე. ესაა ორ მხარეს დადებული შეთანხება, რომელიც დადებულია განუსაზღვრელი ვადით და იქნება იქამდე, სანამ რომელიმე მხარე არ გადაწყვეტს, რომ ამ სფეროში ერთმანეთთან თანამშრომლობა აღარ უნდათ. შესაბამისად, ისევე როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, მთელი სეზონის განმავლობაში იქნება გერმანიაში დასაქმება შესაძლებელი. 15 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და აღარ შეჩერდება. როგორც რეგისტრაცია, ასევე ვაკანსიების მიღება მუდმივად იქნება. ერთი ადამიანი რომ წავა გერმანიაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს კონკრეტულ დამსაქმებელთან. თუმცა ამ 3 თვის განმავლობაში არ ვჩერდებით, 3 თვის გასვლას არ ველოდებით, რომ მეორე და შემდეგი ნაკადები გავუშვათ.

– შესაძლოა თუ არა, რომ პროგრამით ერთხელ დასაქმებული განმეორებით დასაქმდეს?

– თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაში რთული იქნება, რადგან გერმანიაში სეზონი დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში გრძელდება. ევროკავშირის დირექტივითა და გერმანიის კანონმდებლობით, სეზონური სამუშაოები მიბმულია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დღეებთან, შესაბამისად, როდესაც ადამიანი 3 თვით გაემგზავრება გერმანიაში სამუშაოდ, შემდეგი 3 თვე უფლება აღარ აქვს შენგენის ზონაში იმყოფებოდეს. ამიტომ, სეზონზე ერთხელ მოუწევს ადამინს დასაქმება, თუმცა ასეთი შესაძლებლობა ყოველ წელს ექნება. ამასთან, გერმანელ დამსაქმებელს აქვს უფლება, რომ თუ მოეწონება დასაქმებული და დასაქმებულისგანაც მზაობა იქნება, მომდევნო წელს სახელმწიფო უწყებების ჩარევის გარეშე, პირდაპირ მოიპოვოს ამ ადამიანის დასაქმების ნებართვა.

– როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება, ვინ დაფარავს მათი გერმანიაში წასვლის და ცხოვრების ხარჯებს?

– ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება.

რაც შეეხება ხარჯებს, საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს, ასევე მოქალაქე ფარავს კვების და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიაში მინიმალური სტანდარტებია განსაზღვრული, რასაც შრომითი მიგრაციის დროს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. დამსაქმებელმა მოქალაქეს ცუდი საცხოვრებელი პირობები რომ შესთავაზოს, საქართველოს მოქალაქე მარტივად გაასაჩივრებს და დამსაქმებელს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწევს. საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება, თვეში დაახლოებით, 200-250 ევრო.

– გერმანიის გარდა, რომელი ქვეყნების დამატება მოხდება საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველების სარეგისტრაციო პორტალზე და როდის?

– გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ოფიციალურად დავიწყეთ ცირკულარული მიგრაციის სფეროში შეთანხმების განხორციელება. გერმანიის გარდა 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ამოქმედებაზეც ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ისრაელი და ბულგარეთი. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან პირველი ისრაელი იქნება და შეიძლება, საფრანგეთიც, სადაც წელს დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების საგანი ინდივიდუალურია. ისრაელის და საფრანგეთის შემთხვევაში სხვადასხვა სექტორებზეა საუბარი. საფრანგეთის შემთხვევაში 50 პროფესიაა განსაზღვრული. ბულგარეთშიც არანაირი შეზღუდვა არაა. სამომავლოდ შესაძლოა, გერმანიასთანაც მოხდეს სხვა სექტორების დამატება. ასევე, ვაგრძელებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებებს მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალურად შეძლონ დასაქმება.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

გაზიარება106

დაკავშირებული -პოსტები

რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

,,4 თვე სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყრიდან - შეჯამება როგორც იცით, 12 მარტს ტყიბულის რაიონი სოფელი კურსების ნაწილი მეწყერმა გააქრო. დავკარგეთ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, შინაური ფრინველები და ცხოველები… მეკითხებით...

დაწვრილებითDetails

40 წლიანი მცდელობის შემდეგ 63 წლის ქალი დედა გახდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აზერბაიჯანში 63 წლის ქალის ისტორია, რომელმაც პირველად იმშობიარა, სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი განხილვის საგანი გახდა. ექიმ ნატიგ მაჰარამოვის ინფორმაციით, მისი პაციენტი, ჰაგიგატი, დედობაზე ათწლეულების განმავლობაში ოცნებობდა. 40 წელზე მეტი...

დაწვრილებითDetails

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს 

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
რა ჯდება მართვის მოწმობის აღება
მთავარი

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს: „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს...

დაწვრილებითDetails

მეუღლეს დანით მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა – მამაკაცს 18 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა
მთავარი

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. https://youtu.be/6a3Cle9_jcc?si=hn_jz9NPZZl_D3_W  ...

დაწვრილებითDetails

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს
მთავარი

გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.  გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.  სრულიად უცნობი ადამიანებიც კი სამძიმარზე მიდიან და ემშვიდობებიან  ქალსს და მის სამი წლისს გოგონას, რომლებიც მთვარი მძღოლის...

დაწვრილებითDetails

ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს – ახალაგაზრდა პედაგოგს კოლეგები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ადამიანი, რომელიც თავად ასხივებდა სიცოცხლეს – ახალაგაზრდა პედაგოგს კოლეგები ემშვიდობებიან
მთავარი

ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლა პედაგოგს ემშვიდობება. „უდიდესი ტკივილი და მწუხარება შემოაწვა ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს... მაკა მელქაძე არ ყოფილა მხოლოდ ბიოლოგიის მასწავლებელი, ის...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება ე.წ. „კანონიერ ქურდის“ უახლესი ფოტო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ვრცელდება ე.წ. „კანონიერ ქურდის“ უახლესი ფოტო, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს
მთავარი

ვრცელდება, ბესიკ ჯაფარიძის, მეტსახელად „მუნჯის“, უახლესი ფოტო. „კანონიერ ქურდს“ რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. თბილისსა და რეგიონებში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, პოლიციამ ერთ დღეში 29 პირი დააკავა, კიდევ სამ...

დაწვრილებითDetails

ავარია სამტრედია-ჯაპანის მონაკვეთზე – დაშავებულები ქუთაისში გადაჰყავთ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია–ჯაპანის გზის მონაკვეთზე. „საშინელება იყო. არიან დაშავებულები. გზა ნაწილობრივ ჩაკეტილია“, – ამბობს ინფორმირებული წყარო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ქუთაისში გადაჰყავთ. მომხდარის...

დაწვრილებითDetails

ძალიან დიდი ფილა არის კედელს მოშორებული, ბავშვები თამაშობენ და ვინმე არ დაზიანდეს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ძალიან დიდი ფილა არის კედელს მოშორებული, ბავშვები თამაშობენ და ვინმე არ დაზიანდეს – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ
მთავარი

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, პირველ ნომერში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც "მეგა ტვ"-ს ადგილობრივი უყვება კორპუსის ფასადიდან, კერძოდ მე-7 სართულიდან მოზაიკა ცვივა, ფასადის ნაწილი კედელს დაშორებულია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ...

დაწვრილებითDetails

ხანძარი ქუთაისში – დამწვარია რამდენიმე ობიექი

by მეგა TV
ივლისი 18, 2026
0
ხანძარი ქუთაისში – დამწვარია რამდენიმე ობიექი
მთავარი

ხანძარი იყო გვიან ღამით ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ - "ინფო იმერეთის" ინფრომაციით, დამწვარია 15-მდე ობიექტი, სრულად არის განადგურებული პროდუქცია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად ერთ-ერთ ობიექტში გაჩნდა და შემდეგ სწრაფად მოხდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"