პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია “პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და აცხადებს, რომ მომხდარზე ჭეშმარიტების დასადგენად საგამოძიებო უწყება მუშაობა.
“პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოუვხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი.
მე მინდა გითხრათ, რომ შსს აქტიურად მუშაობს, გუში უკვე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი ძალიან ოპერატიულად.
ექსპერტიზაში ასევე ჩართულია ტელევიზიისა და ოჯახის წარმომადგენლის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტი. ამასთან, ბატონი ვახტანგის უწყებამ გუშინ უკვე განაცხადა, რომ საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი” – განაცხადა ღარიბაშვილმა.