LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხელისუფლებაში ყოფნის 7-წლიან პერიოდი – „ქართული ოცნება“  განცხადებას ავრცელებს

რა განცხადებას ავრცელებს ”ქართული ოცნება” 20 ივნისთან დაკავშირებით

დაპოსტა 2020/06/20-ში
A A
144
ნახვა
გაზიარება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, ერთი წელი შესრულდა 20 ივნისის მოვლენებიდან და მნიშვნელოვანია, რომ შედარებით მშვიდ ემოციურ ფონზე, კიდევ ერთხელ შეფასდეს და სახელი დაერქვას გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს.

საქართველომ ბევრი იბრძოლა თავისუფლებისთვის და დღეს ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი კონტროლი ხელისუფლებაზე, თუნდაც ჯანსაღი ფორმით გამოხატული მკაცრი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას შეცდომაზე მიუთითებს, გამოაფხიზლებს და არც მომავალში მისცემს მოდუნების საშუალებას. დემოკრატიული მმართველობის პირობებში, ეს, ხელისუფლების პრობლემა კი არა, ქვეყნის სიმდიდრეა.

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითს, ჩვენ, არამხოლოდ საქართველოში ვხედავთ. რასაკვირველია, ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება.

დღეს, როცა 20 ივნისის მოვლენებს ვაფასებთ, მომხდარის გაანალიზება სწორედ ამ რაკურსიდან უნდა ვცადოთ, რათა მომავალში მინიმუმადე დავიყვანოთ უკიდურესად დამაზიანებელი პროცესების რეციდივის შანსი. შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა. პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები დაგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი. 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევების ავტორთა გათვლა ცინიკური და ამორალური იყო – მათ კარგად უწყოდნენ, რომ ქართული საზოგადოება უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს პოლიციის მიერ თუნდაც ლეგიტიმურად გამოყენებულ ძალაზე. ეჭვგარეშეა, რომ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე მიტანილი იერიშის აღკვეთის დროს, აუცილებელი მოგერიების სამართლებრივ რეჟიმში მყოფი საპოლიციო ძალები მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. სამწუხაროდ, კანონის ფარგლებიდან გასული აქციის შეწყვეტის მიზნით ჩატარებული ლეგიტიმური ოპერაციის დროს მძიმე ფიზიკური დაზიანება მიიღეს როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ასევე პოლიციელებმა; დაზარალდნენ მედიის წარმომადგენლები. მათი ჯანმრთელობის დაზიანება ამ მოვლენების ყველაზე მძიმე შედეგი იყო და სამართლებრივის გარდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, ამ შედეგებზე, 20 ივნისის დანაშაულებრივი ავანტიურის ორგანიზატორებს ეკისრებათ. ამ მოვლენების შედეგად, ხელისუფლებამ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვა პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და იმავდროულად, ყველაფერი გააკეთა დაზარალებულთა ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შტურმის მონაწილეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაადასტურა სასამართლომ და შტურმში მონაწილე აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავადვე აღიარა ჩადენილი დანაშაული.

დღეს, ამ მძიმე მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ემოციები დალექილია და ცივ გონებაზე შეგვიძლია ფაქტების განსჯა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება დემოკრატიული ღირებულებების ერთგულ, ეფექტურ და საკუთარ ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებასა და დესტრუქციაზე ორიენტირებულ და ძალაუფლების დაბრუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელ ძალებს შორის. პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წარმატებულმა ბრძოლამ ეს განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო გახადა: “ქართული ოცნების” ერთიანი სახელისუფლებო გუნდის ეფექტიანმა ნაბიჯებმა და საზოგადოების კონსოლიდაციამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს, რომელიც, ამ პირობებშიც საკუთარი ხალხის, საკუთარი სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების დაზიანებაზე იყო ორიენტირებული, რაც ცხადია, არ გამოუვიდათ ისევე, როგორც არ გამოუვიდათ და არასდროს გამოუვათ არეულობის ნებისმიერი მცდელობა. ნდობადაკარგული და სრულიად გაკოტრებული ძალები ვეღარასდროს ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას და ვეღარ იძალადებენ ხალხზე.

ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას, წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს და ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას. ჩვენ, ყველა ერთად, ქვეყანას საბოლოოდ გავიყვანთ გამარჯვების გზაზე და ღირსეულ ადგილს დავუმკვიდრებთ თავისუფალ, ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში!”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

“რაც ჩვენ კოპენჰაგენში ვიხილეთ, არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ეს იყო დაგეგმილი” – კობახიძე

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

რაც ჩვენ ვიხილეთ კოპენჰაგენში, ეს არ იყო ცალკეული სამართალდამცავების გადაცდომა, ექსცესი, ეს იყო დაგეგმილი, ბრუტალური ქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა საქმე, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან”-მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

არა, 26 მაისს მსგავსს ვერ განახორციელებენ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება შესაბამის ინფორმაციაზე ხელი, მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

“შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო” – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

by მეგა TV
მაისი 18, 2026
0
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში. რომელსაც ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე მართავს.  

დაწვრილებითDetails

“არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ჩვენი ვალია, მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი’-პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ოპოზიციონერები 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ, ისიც ვნახეთ, როგორ არ იხუტებს მათ ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოელები ოპოზიციის წარმომადგენლებს ყალბ იმედებს უქმნიან,...

დაწვრილებითDetails

“კონკურენცია იქნება ქსელებს შორის” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
შალვა პაპუაშვილი
მთავარი

კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქსელების ნაწილი გარკვეულ პროდუქტებს მოქალაქეებს მუდმივად დაბალ ფასში შესთავაზებენ...

დაწვრილებითDetails

“უფრო მკაცრი წესები ყოფილა ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს პარლამენტში”- შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ სანქცირებაზე

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო”- პეტერ ფიშერი

by მეგა TV
მაისი 9, 2026
0
პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის-გერმანიის ელჩი
მთავარი

მე ცოტა შეწუხებული ვარ ბატონი პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის, არც ერთი მათგანი არის კარგი - არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"