„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ ქუთაისში შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხონების შესახებ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხევდრაზე ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნები დაზღვევის, პასუხიმგებელი მხარეების, რისკების შეფასების კრიტერიუმების, მონიტორინგის პროცესის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის, სანქციების და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ შეხვედრებს უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს.
2019 წლის 1 სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე გავრცელდება. დღეიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება.ამავე კანონის ძალით, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, ნებისმიერ დროს.ამასთანავე, კანონის ძალით, სხვა შემთხვევებთან ერთად, დასაქმებულს უფლება აქვს, კომპენსაცია პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული ზიანისთვისაც მოითხოვოს.