LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რატომ თარგმნის პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულ ენაზე?

რატომ თარგმნის პარლამენტი კანონმდებლობას მხოლოდ რუსულ ენაზე?

დაპოსტა 2019/12/23-ში
A A
122
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პარლამენტში წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება.

პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნა და კომპიუტერული უზრუნველყოფა საორგანიზაციო დეპარტამენტს ევალება პარლამენტის აპარატის დებულებით, რომელიც 2006 წელს არის მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ დებულებაში ცვლილებები 2019 წელსაც შევიდა, თარგმანთან დაკავშირებული ჩანაწერი არ შეცვლილა.

ზემოაღნიშნულ პრაქტიკაზე ყურადღებას ამახვილებს და მის შეცვლას იმედოვნებს საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკლებლივ ყველა კანონი და სხვა აქტი პარლამენტის აპარატის მიერვე ითარგმნება რუსულ ენაზე და დევს პარლამენტის ვებგვერდზე. სხვა ენაზე, მაგალითად ინგლისურად, არც ითარგმნება და, შესაბამისად, არც დევს. პარლამენტის თავმჯდომარის დამტკიცებულია დებულება, რომელიც აპარატის კონკრეტულ დეპარტამენტს ავალებს პარლამენტის მიერ მიღებული აქტების რუსულ ენაზე თარგმნას (დებულების 21-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი). არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება”, – წერს თათული თოდუა სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობის რუსულ ენაზე თარგმნის მიზანია, საქართველოს რეფორმები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონის ქვეყნებისთვის.

“რუსულად კანონმდებლობის თარგმანი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესოა ის რეფორმები, რომელიც ჩვენთან ხორციელდება და რუსულ ენაზე მათთვის უფრო ხელმისაწვდომია კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს რეფორმებს საფუძვლად ედება. განსაკუთრებით საუბარი მაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე (აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა), ასევე, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, საიდანაც ძალიან ხშირად გვაქვს სასწავლო ვიზიტები და ისინი ინტერესდებიან კანონმდებლობით, რომლის საფუძველზეც წარმატებული რეფორმები ხორციელდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის თქმით, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონმდებლობას ინგლისურ ენაზე არ თარგმნის იმიტომ, რომ ამას საკანონმდებლო მაცნე აკეთებს.

“საკანონმდებლო მაცნე ახორციელებს ამ კანონმდებოლობის ინგლისურად თარგმნას, ამიტომ დამატებითი რესურსების ხარჯვის საჭიროება აქ არ არის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად პირველ რიგში ინგლისურად ითარგმნებოდა”, – განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობის თარგმანთან დაკავშირებით არავითარი ცვლილებები არ იგეგმება.

 

netgazeti.ge

თეგები: თარგმნაინგლისურიკანონმდებლობაპარლამენტირუსული
გაზიარება53

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს მარტვილში გამოვლენილ ცოფთან დაკავშირებით

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ,სოფელ ბანძაში კარანტინი გამოცხადდა – ონისე ჯანაშია

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს. მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. „მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა. 8...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამერიკის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს. აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს იმ ქართველებს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი...

დაწვრილებითDetails

ახალი ინფორმაცია 4 წლის ბიჭზე,რომელმაც ხურდა გადაყლაპა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

დროებით ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი 4 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ბათუმში ექიმებმა მცირეწლოვანის ორგანიზმიდან გადაყლაპული ხურდა ფული წარმატებით ამოუღეს. შეგახსენებთ, შემთხვევა 11 აპრილს ოკუპირებულ გალში მოხდა. პაციენტი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი,...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კახეთში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს - 47 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"