LIVE TV
პარასკევი, სექტემბერი 29, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი All news

რატომ ვიხდით სუპერმარკეტები ბიოდეგრადირებადი პარკების საფასურს?

დაპოსტა 2021/03/25-ში
გაზიარება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან, რაც საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია სრულად აიკრძალა,  მაღაზიებში გაჩნდა ბიოდეგრადირებადი პარკები, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, მომხმარებელი თანხას სალაროსთან იხდის.

საინტერესოა, რატომ უწევს მომხმარებელს ბიოდეგრადირებადი პარკების შეძენა?

როგორც ბიოდეგრადირებადი პარკების ადგილობრივი მწარმოებლები განმარტავენ, პლასტიკთან შედარებით, კომპოსტირებადი პროდუქტის წარმოება 2-3-ჯერ ძვირი ჯდება, რაც მის ღირებულებას ზრდის. გორის ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო „ეკო ჯორჯიაში“ განგვიმარტეს, რომ პოლიეთილენისა და ბიოდეგრადირებადი მასალის წარმოების საოპერაციო ხარჯები ერთი და იგივეა, უბრალოდ ბიოდეგრადირებადის მასალა – 30%-ით უფრო ძვირია. შესაბამისად, იზრდება მისი სარეალიზაციო ღირებულება.

„ბიოდეგრადირებადი პარკებისთვის თვეში 120 ტონა მასალას ვამზადებთ, ასევე ვაწარმოებთ თვითონ პარკებსაც. რეალურად, პოლიეთილენთან შედარებით ბიოდეგრადირებადი მასალები უფრო ძვირი ჯდება“,- აღნიშნეს საწარმოში.

მეორე მსხვილ საწარმოში, GVG PLAST-ში განმარტავენ, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების მასალების წარმომავლობა ნატურალურია – მაგალითად, სოიო, პალმა და სხვა და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც უჯდებათ პლასტიკის წარმოებასთან შედარებით 60%-ით უფრო ძვირი.

„პლასტიკთან შედარებით, მისი ფასი 3-ჯერ მეტი გამოდის. ბიოდეგრადირებადი პარკები მზადდება ბევრი კომპონენტისგან: სახამებელი, სოიო, პალმა, ბრინჯი და სხვა, ამიტომაც უფრო მაღალი ფასი აქვს“, – აღნიშნეს კომპანიაში.

კომპანიაში AA PLAST, რომელიც მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს ბიოდეგრადირებად პარკებს აწვდის, აღნიშნავენ, რომ პროდუქციის წარმოებისთვის მასალას გერმანიიდან იღებენ და პოლიეთილენთან შედარებით უფრო ხარჯიანი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში პლასტიკის გამოყენება დაშვებულია ქარხნულ შეფუთვაზე, თუმცა არა ასაწონ პროდუქციაზე. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი ასაწონ პროდუქციას მისი სიიაფის გამო ყიდულობს ან მოცულობით იმაზე ნაკლებს, ვიდრე ქარხნულ შეფუთვაშია, კანონის მიხედვით, შენაძენის ბიოდეგრადირებად პარკში მოთავსება უხდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიოდეგრადირებადი პარკების ღირებულება პლასტიკთან შედარებით უფრო მაღალია, ამიტომ რითეილერები მათ უფასოდ ვერ გასცემენ.

ქსელური სასურსათო სუპარმარკეტების გაერთიანებაში „რითეილ ასოციაცია“ განმარტავენ, რომ მაღაზიებში ბიოდეგრადირებადი პარკები თუნდაც თვითღირებულებით რომ გაიყიდოს, მომხმარებელს ასაწონ პროდუქციაზე ეკონომიის გაკეთების საშუალება აღარ მიეცემა.

„მომხმარებელი ასაწონ პროდუქციას მისი სიიაფის გამო იძენს, თუმცა ბიოდეგრადირებად პარკში თანხის გადახდის შემთხვევაში, ეკონომიას ვეღარ აკეთებს, რაც მის გაღიზიანებას იწვევს. შესაბამისად, რატომ არ შეიძლება რომ სასწორებთან გამოსაყენებელი პარკები თუნდაც დროებით, კოვიდ კრიზისის პერიოდში იყოს მიჩნეული როგორც შესაფუთი საშუალება?!“, – აღნიშნავენ „რითეილ ასოციაციაში“.

რატომ ვერ გადადიან სასურსათო ქსელური მარკეტები სრულად შეფუთულ პროდუქციაზე?

როგორც „რითეილ ასოციაციაში“ განმარტავენ, შეფუთულ პროდუქციაზე გადასვლა სუპერმარკეტებისთვის მარტივია და ამის მეშვეობით ხარჯებსაც დაზოგავდნენ, თუმცა მომხმარებლის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასაწონ პროდუქციის რეალიზაციაზე უარს ჯერჯერობით ვერ ამბობენ.

„სრულად შეფუთულ პროდუქციაზე გადასვლა ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების დაზოგვას: მაგალითად, ასაწონად ცალკე პერსონალის გამოყოფა საჭირო აღარ იქნება, ვინაიდან მომხმარებელი თავად აიღებს შეფუთულ პროდუქციას და პირდაპირ გაატარებს სალაროსთან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ შეფუთული პროდუქციის რეალიზაციაზე ვერ გადავდივართ, რადგან დღეს, საქართველოში მომხმარებელი მისთვის სასურველ, მცირე რაოდენობით ასაწონ პროდუქციას ყიდულობს და ეს ტენდენცია არ მცირდება. სამწუხაროდ, ბიოდეგრადირებად პარკებს ვერც უფასოდ ვთავაზობთ მომხმარებლებს, რადგან ამ შემთვევაში, სუპარმარკეტების ხარჯები მილიონობით ლარით გაიზრდება. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვასა და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებას მხარს ვუჭერთ, უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ მათი დანერგვა ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ამ პროცესში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უნდა გავითვალისწინოთ“, – განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

მათივე თქმით, მაგალითად, თუ სალაროსთან შესაძლებელია, სუპერმარკეტებმა მომხმარებელს შესთავაზონ ბიოდეგრადირებადი პარკი, რომელიც ფასიანი იქნება და ამასთანავე, მას ჰქონდეს არჩევანი, შენაძენი მრავალჯერადი ჩანთით წაიღოს, ასაწონი სურსათის შემთხვევაში, საკითხი უფრო რთულად დგას.

„შესაბამისად, ალბათ უმჯობესია, ასაწონ პროდუქციაზე დაშვებული იქნას პლასტიკის პარკები და შესაფუთ მასალად ჩაითვალოს, როგორც ქარხნული შეფუთვის შემთხვევაში. პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით ევროდირექტივა საქართველოს კანონმდებლობაში იმაზე მკაცრად არის ასახული, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას აქვს, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო, აღსრულება ძალიან რთულდება. შესაბამისად, არსებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს კანონის ეფექტურად ამოქმედება დათქმულ ვადებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასაწონი პროდუქცია აღარ გაიყიდება და დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, სრულად შეფუთულ სურსათზე ან მრავალჯერად ჩანთებზე გადავალთ, რომელიც აღნიშნული სექციებისთვის გამოიყენება“, – განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

წარმოებისა და სარეალიზაციო ხარჯების გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, გვიწევს, ბიოდეგრადირებადი პარკები შევიძინოთ ან არჩევანი მრავალჯერად ჩანთაზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების ვადა საშუალოდ, 1 წელია.

წყარო : https://www.bpn.ge/

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

გლობალური დათბობის შედეგად, შესაძლოა, მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპოს – რას ამბობენ მეცნიერები

სექტემბერი 3, 2023
52
საინტერესოა

წიაღისეული საწვავი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, მომავალში ბევრისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროგნოზები შემაშფოთებელია. მომდევნო საუკუნის განმავლობაში, გლობალური დათბობის შედეგად, შესაძლოა, მილიარდზე მეტი ადამიანი...

დაწვრილებით

ციდან ჩამოვარდნილმა თევზმა ქალაქში ელექტროენერგია გათიშა – რა მოხდა ნიუ ჯერსიში

აგვისტო 19, 2023
7.1k
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ საირევილში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. 45 000 მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.   მთავარი უხერხულობა დაკავშირებული იყო არა იმდენად სიბნელესთან, ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში კონდიციონერების...

დაწვრილებით

ხუთი მეწყერ საშიში ზონა საქართველოში

აგვისტო 7, 2023
5.6k
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელი საქართველოს ხუთ ყველაზე სტიქიასაშიშ რეგიონსა და ზონაზე საუბრობს        სტიქიური მოვლენების პირველი მიზეზი გეოლოგიური ფაქტორია, მეორე - ადამიანის არასწორი...

დაწვრილებით

ვინ არის კაცი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა

აგვისტო 2, 2023
118
მთავარი

მან ორი საუკუნის მანძილზე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და 1933 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. ლი ჩინ-იუენი, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ 11 თაობის 180 შთამომავალი დატოვა, ყველგან ამტკიცებდა, რომ 1736 წელს დაიბადა,...

დაწვრილებით

როგორი შეიძლება იყოს დისტანციურად დასაქმებული ადამიანი 2100 წელს (+ფოტო)

ივლისი 30, 2023
21
მთავარი

Furniture at Work-ის მეცნიერებმა შექმნეს 2100 წელს დისტანციური მომუშავეს 3D მოდელი.ექსპერიმენტის მიზანი იყო მომავალში სახლიდან მუშაობის რისკების ჩვენება. ინფორმაციას mkurnali.ge ავრცელებს. კვლევამ მიიპყრო LADbible-ის ყურადღება. დიზაინერებმა შექმნეს ქალის მოდელი, რომელსაც...

დაწვრილებით

სათბურში მავნე მწერების გასანადგრუებლად დრონები შექმნეს (+ვიდეო)

ივლისი 24, 2023
27
მთავარი

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო აგროუნივერსისტეტის, „ვაგენინგენის უნივერსიტეტის და სამეცნიერო ცენტრის“ (Wageningen Universiteit en Researchcentrum) მეცნიერებმა PATS სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სათბურების მავნებელი მწერების გასანადგურებლად პაწაწინა დრონებს აგზავნის. https://www.youtube.com/watch?v=Ua3u-h8W9l8   "PATS" სისტემა ორი...

დაწვრილებით

რა კავშირშია ლუდი და რუჯი

ივლისი 24, 2023
54
საინტერესოა

ბევრი კი ამტკიცებს, რომ ლუდში შემავალი სვია მელანინის გამომუშავებას ეხმარება, ეს ნივთიერება კი კანის ფერზეა პასუხისმგებელი. ექიმები კი გვაფრთხილებენ, რომ მზისგან დამცავი კრემის გამოყენების ნაცვლად ლუდით გარუჯვა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და...

დაწვრილებით

დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას

ივლისი 21, 2023
506
მთავარი

დედამიწა ცოცხალი პლანეტაა, რომელიც გამუდმებით იცვლება და ზოგჯერ ამ პროცესს დრამატული შედეგებიც მოჰყვება. მაგალითად, 2018 წელს აფრიკაში, კენიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა. ეს ნაპრალი წვიმების კვალდაკვალ იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ,...

დაწვრილებით

5 თანამედროვე ქართველი ავტორის ბესტსელერები

ივლისი 15, 2023
139
მთავარი

ტექნოლოგიების სამყაროში ლიტერატურის ჩანაცველბას კვლავ ვერაფერი ახერხებს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გვყავს მწერლები, რომლებიც ქმნიან შთამბეჭდავ  ნაწარმოებებს და იწვევენ  დაუვიწყარ  ემოციებს. "მეგა ტვ" გთავაზობთ 5 ქართულ ბესტსელერს,  რომელიც განსაკუთრებით  პოპულარულია ახალგაზრდებში. მერვე...

დაწვრილებით

კაცი, რომელმაც მოგზაურობით Marry Me გამოსახა გინესის რეკორდსმენი გახდა

ივლისი 11, 2023
14
მთავარი

იაპონელმა კაცმა მოგზაურობით Marry Me გამოსახა და საცოლეს ხელი სთხოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  ამბავი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა, 2008 წელს მოხდა, მაგრამ ტოკიოელი იასანი მხოლოდ ახლა შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

მაისი 4, 2022
77
კულტურა

გია ყანჩელს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

ოქტომბერი 5, 2019
197
მთავარი

შვილი დღეს, დედა კი რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს – ტრაგიკული ავარია სამტრედიაში

სექტემბერი 21, 2021
23.7k





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!