LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 წლის გიორგი შაქარაშვილს მეორე დღეა ეძებენ (+ფოტო)

რას ყვება შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

დაპოსტა 2020/06/30-ში
A A
353
ნახვა
გაზიარება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბის, არჩილ გაგნიძის განცხადებით, ამავე საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა მცხეთაში გაყოლა არა საჩხუბრად, არამედ ავტომანქანის წამოსაყვანად სთხოვეს, ვინაიდან თავად ნასვამი იყვნენ.

ამის შესახებ გაგნიძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომელიც „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. არჩილ გაგნიძე, რომელიც ერთ-ერთია, ვინც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი ნახა, ჩვენებაში დეტალურად იხსენებს შემთხვევის დღეს, მათ შორის საუბრობს ხიდის ეპიზოდთან დაკავშირებით. სპორტსმენის ჩვენების მიხედვით, ხიდთან მათ 4 ახალგაზრდა (გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი) შეხვდა, რომელიც „ტოიოტა ქამრის“ გამოჩენისთანავე გაიქცა. როგორც ის ყვება, გაქცეულებს ფეხით, სწრაფი სიარულით გაჰყვა, თუმცა ვერც ერთი მათგანის კვალს ვერ მიაგნო.

გამომძიებლის კითხვაზე, როცა „ტოიოტა ქამრით“ თბილისისკენ მიემართებოდნენ და აღნიშნული ავტომანქანის გაჩერებისთანავე, გზად მიმავალი 4 პირი უკან, დასავლეთის მიმართულებით გაიქცა, რატომ გადავიდა ის მანქანიდან და რატომ ეძახდა, რომ გაჩერებულიყვნენ, არჩილ გაგნიძის პასუხით, მან ჩათვალა, რომ „ისინი იყვნენ მათ მანქანაში მსხდომი ახალგაზრდების ის ახლობლები, რომლებიც თბილისში უნდა წაეყვანათ და სწორედ, ამიტომ გაჰყვა უკან და ეძახდა, რომ გაჩერებულიყვნენ“.

„2020 წლის 19 ივნისს, საღამო პერიოდში, დაახლოებით, 22:00 საათისთვის, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან ეზოში, იქ იმყოფებოდა ჩემი მეგობარი და უბნელი ვასო მახარაძე. ასევე, შორი-ახლოს იმყოფებოდნენ ჩვენი უბნელი სხვა პიროვნებებიც, რომელთა სახელები და გვარები აღარ მახსოვს. მე ვსვამდი ლუდს, ამ დროს, ჩემთან მოვიდნენ ჩვენი ზედა უბნის ახალგაზრდები. დაახლოებით, 10 ახალგაზრდა, რომელთაგან ორი ჩემი უბნელია. მათი სახელები და გვარები ჩემთვის უცნობია. აღნიშნული პიროვნებები არიან, დაახლოებით, 18-19 წლისანი, აღნიშნულმა ახალგაზრდებმა იქ მყოფ პიროვნებებს ემოციურად დაგვიწყეს მოყოლა, რომ ისინი იმავე დღეს საქეიფოდ იმყოფებოდნენ მცხეთაში, ერთ-ერთ სახლში, რომელიც განთავსებულია საავტომობილო ტრასის პირას, „ლიდერფუდის“ შენობის უკან. იქ შეკრებილები იყვნენ კლასელები და ქეიფობდნენ. კლასელების გარდა იქ სხვა პიროვნებები იმყოფებოდნენ თუ არა, მე იქ მათგან არ გამიგია. მათი განმარტებით, სუფრასთან ქეიფის დროს, მათ ჩემთვის უცნობ პიროვნებებთან მოუხდათ ჩხუბი და ისინი წამოვიდნენ ქალაქ თბილისში. წამოსვლისას ერთ-ერთ მათ თანაკლასელს ქეიფის ადგილას დარჩა საკუთარი ავტომანქანა, რომელიც ვერ წამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარებაში იყო. ასევე, მათივე განმარტებით, მათ ადგილზე დარჩა მათი მეგობრები, რომლებიც წამოსაყვანები იყვნენ. ამიტომ, ახალგაზრდებმა ჩვენ გვთხოვეს, რომ ჩვენგან რომელიმე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება მათ მცხეთაში გაყოლოდა, დამჯარდიყო მათი იქ მყოფი ავტომანქანის საჭესთან და დარჩენილ მეგობრებთან ერთად წამოეყვანა ის თბილისში. მე და ვასო მახარაძე დავეთანხმეთ მათ თხოვნას. ვასო მახარაძე დაჯდა მათთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, მე დავჯექი მის გვერდით სავარძელზე, ხოლო იქ მყოფი ახალგაზრდები, 4 კაცი მათ შორის, იმავე ავტომანქანის მფლობელი, რომლის გვარია ჩიქოვანი, სახელი არ ვიცი, ხოლო მეორეა ჩემი უბნელი ნიკა რევაზიშვილი, დასხდნენ იმავე ავტომანქანის უკანა სავარძელზე და ჩვენ წავედით მცხეთაში.

ჩვენ მივედით მცხეთასთან, ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას არსებული „ლიდერფუდის“ შენობასთან, ტრასიდან ჩავუხვიეთ ხელმარჯვნივ და მალევე მივედით რკინის ჭიშკართან. გარეთ ჭიშკართან იდგნენ ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი. ჩვენ გავაჩერეთ ავტომანქანა, უკანა სავარძელზე მყოფმა ახალგაზრდებმა მათ ჰკითხეს, სად იყო ავტომანქანა, რომელიც ჩვენ უნდა წაგვეყვანა თბილისში, რაზეც იქ მყოფებმა უპასუხეს, რომ „მანქანა წაიყვანესო“, მაგრამ ვინ წაიყვანა, არ დაუსახელებიათ. ამის შემდეგ, ჩვენ იმავე ავტომანქანით გამოვბრუნდით უკან, შევუხვიეთ ტრასაზე და წამოვედით ქალაქ თბილისის მიმართულებით. გზაზე, ტრასის პირას, ჩვენ შემოგხვდა ფეხით თბილისის მიმართულებით მიმავალი ბიჭები, 4 პიროვნება. უკან მსხდომებმა ვასო მახარაძეს სთხოვეს, რომ შეეჩერებინა მანქანა, რათა გაეგოთ, ხომ არ იყვნენ ისინი მათი ახლობლები. ამის გამო, ვასო მახარაძემ იმ ბიჭებთან გააჩერა მანქანა და ჩვენ გადავედით მანქანიდან. მანქანიდან ჩვენი გადასვლისთანავე, გზაზე ფეხით მიმავალი პიროვნებები გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს იქ არსებულ მდინარეზე გადამავალი ხიდი, ანუ საავტომობილო ტრასა ფეხით გადაკვეთეს და ხიდის პირას მოეფარნენ ჩემი თვალთახედვის არეს. აქვე დავამატებ, რომ მანქანიდან ჩემი გადასვლისა და იქ მყოფი 4 პიროვნების დასავლეთის მიმართულებით გაქცევისთანავე, მე ფეხით სწრაფი სიარულით გავყევი მათ და ვეძახდი, რომ არ გაქცეულიყვნენ და შეჩერებულიყვნენ. ჩემთან ერთად გაქცეულ 4 პიროვნებას უკან მიყვებოდა აგრეთვე ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომი ოთხივე ახალგაზრდა, რომელთაგან ორი მათგანი ასევე ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა წინ, ხოლო დანარჩენი ორი ჩემ უკან. ჩემთან ერთად გაქცეულ პიროვნებებს გაყოლილი ახალგაზრდები ასევე ეძახდნენ მათ რაიმეს, მე ვერ გავიგინე, რადგან ტრასაზე მოძრაობდნენ ავტომობილები, ამის გამო იყო ხმაური.

რაც შეეხება ვასო მახარაძეს, ის სად იმყოფებოდა, აღარ მახსოვს. როცა გაქცეული პიროვნებები მიეფარნენ თვალს, მე მივედი იმ ადგილას, საიდანაც ისინი მიეფარნენ თვალს და ხელმარჯვნივ, ხიდის ქვეშ, გავყევი მოასფალტებულ, მოსაბრუნებელ გზას, რომლის გადასწვრივ ჩემი მოძრაობის მიმართულებიდან ხელმარცხნივ შევნიშნე ძველებური, მცირე ზომის შენობა. მოასფალტებულ გზაზე მე ფეხით გავიარე, მაქსიმუმ, 100 მეტრის მანძილი, მაგრამ ჩემ გარშემო და წინ ვერავინ დავინახე, გარდა ჩემთან ერთად მომავალი ჩვენი მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომთაგან ორი ახალგაზრდისა. მე მოვტრიალდი და ფეხით წამოვედი უკან. აღნიშნული ორი ახალგაზრდაც გამომყვა უკან და ჩვენ მივედით იმავე ადგილას, სადაც ჩამოვედით ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან. იქ მისულს ადგილზე უკვე დაგხვდა ჩვენი ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, რომელშიც იჯდა ვასო მახარაძე, მანქანა იდგა ზემოაღნიშნულ ძველ შენობასთან ახლოს, საავტომობილო გზის გვერდულზე, როდესაც იქ მივედი, ჩვენთან ერთად მყოფი დანარჩენი ორი ახალგაზრდა, მე ვერ შევნიშნე. მე მივედი და დავჯექი მანქანაში მძღოლის გვერდით, ამ დროს, ჩემთან ერთად ფეხით წამოსული ორი ახალგაზრდა სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა, ვეღარ შევნიშნე.

მე მანქანაში დაჯდომისას გავიხედე მაერჯვენა მხარეს და მანქანიდან დაახლოებით, 3 მეტრში, დავინახე რომ ჩვენთან ერთად მყოფმა ორმა ახალგაზრდამ იქ მიწის ზედაპირზე არსებული ბალახებიდან წამოაყენა ერთი, ჩემთვის უცნობი დაახლოებით, მათივე ტოლი ასაკის მამაკაცი, მოკიდეს ხელი და მოიყვანეს მანქანასთან. მე იმ მომენტში არ დამინახავს, რომ ზემოაღნიშნულ ჩემთვის უცნობ ახალგარზდა მამაკაცს მისი მომყოლი პიროვნებები უხეშად მოპყრობოდნენ, ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიემართათ მისთვის. იგი საკუთარი ფეხით ჩაჯდა ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე, დანარჩენი მანამდე ჩემთან ერთად მყოფი 4 ახალგაზრდაც დაჯდა იმავე უკანა სავარძელზე და ჩვენ წამოვედით თბილისის მიმართულებით. მგზავრობისას, როცა შემოვედით თბილისში, იმ უცნობ ახალგაზრდას ვუთხარი, რომ მას მანქანიდან ჩამოვსვამდით ხალხმრავალ და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელ ადგილას, რათა ის ადვილად დაბრუნებულიყო სახლში“, – აცხადებს გაგნიძე.

გამომძიებლის კითხვაზე, როცა „ტოიოტა ქამრით“ თბილისი მიმართულებით მგზავრობდნენ, მანქანაში ბოლოს დამჯდარ ახალგაზრდას ხომ არ მიუმართავს მისთვის, ან ვასო მახარაძისთვის, გაგნიძე პასუხობს, რომ „ახალგაზრდას მისთვის, ან ვასო მახარაძისთვის რაიმეს თხოვნით არ მიუმართავს და რომ მხოლოდ მან შესთავაზა წყალი, რაზეც უარი განუცხადა“.

ცნობისთვის, შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ ბრალდებულები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვანი – ზ.ხ.

გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შქარაშვილს, გური ამირხანაშვილს და ვახო ახვლედიანს, რომლებიც ნაცემი გიორგი ქათამაძის დასახმარებლად მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი მანქანა – „მერსედესი“ წავიდა,

დაახლოებით 00:50 საათზე, თავს დაესხნენ ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, აკაკი ქვრივიშვილი, არარუწლოვანი ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გური ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს და ვახო ახვლედიანს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ. გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვასილ მახარაძემ, ვახო ჩიქოვანმა, აკაკი ქვრივიშვილმა, არასრუწლოვანმა ზ.ხ.-მ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა დაიწყეს მიმართულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გური ამირხანაშვილი, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში.

ინფორმაციისთვის, არჩილ გაგნიძის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ის „ბოლნისის ყოჩების“ სპორტსმენი იყო და ამავდროულად, „ვოლტში“ კურიერად მუშაობდა.

გაზიარება147

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"