ემირატების ავიაკომპანიას გლობალური პანდემიის პირობებში ხალხის მოსაზიდად ახალი სტრატეგია აქვს. თუ რომელიმე მგზავრი ფრენის დროს დაინფიცირდება, ავიაკომპანია დაფარავს მკურნალობის, კარანტინის ხარჯებს. ასევე, თუ უარესი მოხდა, ავიაკომპანია დაკრძალვის ხარჯებსაც უზრუნველყოფს. ამის შესახებ „Businessinsider“-ი წერს.
გამოცემის ცნობით, დაკრძალვის ხარჯები მოიცავს თანხას 1 500 ევრომდე. შეთავაზება ძალაშია 2020 წლის 31 ოქტომბრამდე. ამასთან, ტესტირების ხარჯებთან დაკავშირებით მგზავრები ავიაკომპანიას წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ.
„ეს არის ჩვენი მხრიდან ინვესტიცია, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვზრუნავთ ჩვენს მომხამრებლებზე. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიესალმებიან ამ ინიციატივას,” – განაცხადა Emirates Group- ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამასთან, დუბაის ორმა აეროპორტმა ტესტირების ახალი წესები შეიმუშავეს. კერძოდ, 1 აგვისტოდან ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ფრენა სურს, ბოლო 96 საათის განმავლობაში Covic19-ზე ტესტი უარყოფითი უდნა ჰქონდეს.