“ვაჟა გაფრინდაშვილი არ ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილს” – ვაჟა გაფრინდაშვილის მნიშვნელობის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მე ახლა ვაჟა გაფრინდაშვილზე არ ვწერ.
რადგან ვაჟა გაფრინდაშვილი არ ნიშნავს ვაჟა გაფრინდაშვილს.
ის ნიშნავს ასობით მანამდე უკანონოდ დაპატიმრებულ უსახელო ადამიანს და ალბათ მათაც, ვისაც სამწუხაროდ მას მერეც დააპატიმრებენ.
ის ნიშნავს ყველა დახოცილ ადამიანს, რომელთა სისხლი ისე გაშრა ჩვენს ფიქრებში, რომ ყალბ სადღეგრძელოშიც აღარ ვახსენებთ.
ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეულ საზღვრების შეხსენებას ნიშნავს – თავისუფლების საზარალოდ.
ის ნიშნავს კრემლში მომღერალი ქართველების სარკეს, თუ გაბედავენ და ჩაიხედავენ.
ის ნიშნავს კრემლში მომღერალი ქართველების დამცველი ქართველების სარკეს, თუ ქვას არ ესვრიან და არ გაბზარავენ.
ის ნიშნავს იმ ქართველების სარკესაც, რუსული კულტურის ცენტრი მართლა კულტურის ცენტრი რომ ჰგონიათ და იქ მომუშავე აგენტები: ტოლსტოი და დოსტოევსკი.
ის ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტია” – წერს გიორგი კეკელიძე