”ტრი-ტრის“ არ ვიძახი, ვიძახი „ანტუნის“, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბერა ივანიშვილმა განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს ხუმრობით ფრანგულ სახელს ეძახის.
„ტრი – ტრი“ საიდან გაიგეს საერთოდ არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმ ძალიან კარგად იცის ფრანგული და ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ არ ვიძახი „ტრი, ტრი“-ს ვიძახი „ანტუნიი“. „ტრი, ტრი“ საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.