მეორე თვეა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომი მიმდინარეობს. რუსეთის ქმედებებსა და სავარაუდო შედეგებზე უკვე ბევრი ექსპერტი საუბრობს. სამხედრო დამკვირვებელმა, ალექსანდრე კოვალენკომ შეაფასა მოლდოვასა და საქართველოს შანსები, გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ექსპერტის მოსაზრებების შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ექსპერტი ამბობს, ქვეყნები, სადაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი (მაგალითად, მოლდოვა და საქართველო), ტერიტორიების გასათავისუფლებლად არ გამოიყენებენ ამჟამინდელ მომენტს, როდესაც კრემლი ყურადღებას ამახვილებს უკრაინის ომზე.
მან დააკონკრეტა, რომ მოლდოვა და საქართველო ჯერ კიდევ ზედმეტად სუსტები არიან პოლიტიკურად იმისთვის, რომ გადაჭრან პრობლემები.
რაც შეეხება დნეპრისპირეთს, ეს ტერიტორიაც უკრაინას უქმნის საფრთხეს, ამიტომ საკითხის ცალმხრივი გადაწყვეტა შეუძლებელია, ხაზს უსვამს ის.
უკრაინა არ გაგზავნის თავის ჯარს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწილი ახლა ოკუპირებულია.
„სამწუხაროდ, კიშინიოვის ამჟამინდელი მთავრობა ზედმეტად სუსტი აღმოჩნდა გაბედული და გადამწყვეტი ქმედებებისთვის“, – ამბობს კოვალენკო