რამდენად უსაფრთხოა სახლის პირობებში ჩატარებული დეზინფექცია, რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ ხდება სხვადასხვა დაწესებულებებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება- ამ საკითხებით დაინტერესდა “მეგა ტვ”. ჩვენ კერძო სადეზინფექციო სამსახურის ხელმძღვანელ თამარ გელაშვილს ესაუბრა.
რამდენად უსაფრთხოა სახლის პირობებში ჩატარებული დეზინფექცია და რაუნდა გავითვალისწინოთ?
-საცხოვრებელი სახლის პირობებში დეზინფექციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. იმ შემთხვევაში თუ დაფისქსირდა ოჯახის წევრის დაინფიცირება,აუცილებელია მოხდეს დეზინფექციის ჩატარება საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის სადეზინფექციო სპეციალური ხსნარით, რომელსაც ყველა სადეზინფექციო სამსახური ფლობს.
ხდება თუარა პროცესის შემოწმება და რამდენად შედეგიანია?
-რა თქმა უნდა ხდება კონტროლი პროცესის და დეზინფექციის შედეგად არის გარემო უსაფრთხო მანამ, სანამ არ დაფიქსირდება ეპიდემიის ახალი გარეგანი კერა. განმეორების შემთხვევაში დეზინფექცია კვლავ ტარდება კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე.
რა სიხშირით ტარდება მოქმედ საავადმყოფოებსა და კლინიკებში დეზინფექცია?
– ამ შემთხვევაში მათ ჰყავთ თავიანთი პერსონალი და შინაგანაწესის მიხედვით ატარებენ დეზინფექციას. რაც შეეხება ბანკებს , ტარდება კვირაში ერთხელ სადეზინფექციო სამსახურის მიერ ,ხოლო აგილობრივი პერსონალის მიერ ყოველდღიურად, სველი წმენდით და დეზინფექციის ხსნარებით.
გქონიათ თუ არა მსგავსი მაშტაბური ტიპის სამუშაოები?
– სკოლებში და ბაღებში ჩავატარეთ გასული წლის ზამთრის არდადეგების პერიოდში გრიპისა და ვირუსული ინფექციების ზრდის გამო. ახლაც იგივე სიხშირით ჩატარდა ყველა სკოლასა და ბაღში.
ავტორი: თიკო კიკაბიძე