,,პუტინმა სამჯერ უთხრა “არა” პაპს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების თხოვნაზე, ვატიკანის დროშის მქონე გემის იდეა გაქრა.”- წერს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.
—————————————————
ვატიკანი – ამ სამოცდღიანი კონფლიქტის დროს, რომის პაპმა ფრანცისკემ სამჯერ სცადა გამოეყენებინა თავისი მორალური ავტორიტეტი კრემლზე, დიპლომატიური არხებით მოსკოვისთვის პირდაპირი მესიჯების გაგზავნით და ასევე საპატრიარქოს ბერკეტით, რათა დახმარებოდა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაში მარიუპოლში.
მაგრამ რუსეთმა ვატიკანს სამჯერ შეატყობინა, რომ ის უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ იძლევა.
ბოლო მცდელობისას, გასულ კვირას, ასეთი იდეაც კი იქნა შეთავაზებული, რომ მარიუპოლის ქარხნებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა გადაეყვანათ წმინდა საყდრის დროშის ფერების ყვითელ-თეთრი ნავით. ამ იდეას კრემლმა დუმილით უპასუხა.
ვატიკანისთვის, რა თქმა უნდა, ეს იყო კიდევ ერთი იმედგაცრუება.”