კოვიდ პანდემიამ წახალისებული ტურისტული სეზონი კიდევ უფრო დააზარალა.
შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს, გაზაფხულიდან დაწყებული რუსი ტურისტების ბუმი ძვირი დაუჯდათ.
ეს გარემოება პანდემიის გააქტიურების ერთ ერთი ხელისშემწყობიც კი იყო.
ახლა ქობულეთში, ისე როგორც სხვაგან, მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩავარდა.
ისინი, ხელისუფლებას მოუწოდებენ ბანკებთან შუამდგომლობა გაუწიონ და სესხების გადავადება ან ე.წ. გაყინვა მოახდინონ.
აღნიშნული მოთხოვნით იპოთეკარებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ განუცხადეს, რომ აღნიშნულ თემაზე მუნიციპალიტეტის მერია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
წყარო: ტვ 25