პოლიტიკოს სამსონ გუგავას დღეს სოფელ პატარა კუხში დაკრძალავენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სამსონ გუგავა მძიმე ავადმყოფობის შედეგად 30 ივლისს გარდაიცვალა.
სამსონ გუგავა წლების განმავლობაში საქმიანობდა ქუთაისის საკრებულოში. ის ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენდა.