ასეთი სერიოზული ფიგურა როდესაც გადის და ამბობს, რომ მე შეიძლება მხარიც აღარ დაგიჭიროთო, ეს არამგონია, აძლიერებდეს სახელისუფლებო გუნდს, – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ “რუსთავი 2-ზე” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირმა სოხაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წავლით დაობლდა.
“მე როგორც ერთ-ერთ რიგითი მოქალაქეს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, პირველი ჩემი რეაქცია იყო, რომ დაობლდა ქართული ოცნება. აქედან გამომდინარე მათ გაცილებით მეტი ძალისხმევა, მეტი პროფესიონალიზმი და მაქსიმალური მობილიზება მართებთ.
კითხვა იყო, რომ რატომ არ დატოვა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ გახარია და დატოვა კობახიძე, სწორედ იმიტომ, რომ ყველას თავის ფუნქცია ჰქონდეს და თუ ოპოზიციაც დააცლის და ერთმანეთში რაღაცების გარკვევას არ მოუნდებიან რაღაცა გვეშველება”, – განაცხადა ირმა სოხაძემ