პირბადეებზე გადის ჩვენი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აქვს ინფორმაცია , რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა.როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, პირბადეების ტარებით და რეგულაციების დაცვით, ქვეყანა უმტკივნეულოდ გადაიტანს შეზღუდვების მოხსნას.
“თუ პირბადეებს გავიკეთებთ, თუ დავიცავთ მინიმალურ რეგულაციებს, პირბადეებს დახურულ და ღია სივცეში, სოციალურ დისტანცირებას, მაშინ ჩვენ უმტკივნეულოდ გადავიტანთ შეზღუდვების მოხსნას, არ დაგვჭირდება დავუბრუნდეთ ისევ “ლოქდაუნს” , როგორც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში უბრუნდებიან, საშუალება გვექნება ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ მანამდეც, ვიდრე ვაქცინა მოგვისწრებს და მითუმეტეს შემდეგ , როცა ვაქცინა გვექნება. მაქვს სიგნალები, რომ რეგიონებში განსაკუთრებით პირბადეების მოხმარება შემცირდა. 72 პროცენტი იყო პირბადეების მოხმარება და ახლა ჩამოვიდა 62 პროცენტზე. ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, პირბადეებზე გადის ჩვენი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა. ამიტომ არათუ 72%, 95 % უნდა იყოს პირბადეების ტარება. ასეა ევროპის, სკანდინავიის ქვეყნებში”,-განაცხადა ცერცვაძემ.