LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა საკითხებზე გააკეთა აქცენტები სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას

პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში – სახალხო დამცველი

დაპოსტა 2019/12/24-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება

პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში კომპლექსურად გაანალიზდა, როგორც სისტემური ასევე, თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

„ვინაიდან, დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რაც თავის მხრივ პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას განაპირობებს, მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბების და მისი გამოვლინებების შესწავლა წარმოადგენდა.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.

ის დაწესებულებები, სადაც არაფორმალური მმართველობის გავლენა მაღალია, პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. კრიმინალური სუბკულტურა განსაკუთრებით შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს. გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც.

აღსანიშნავია, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა, პატიმრებს არ უსაუბრიათ ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტებზე. ძირითადად, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაეთიკურ მიმართვებზე საუბრობენ.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა, რასაც სახალხო დამცველი წლებია სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს. როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახებში პატიმრები უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური ვადით (72 საათით) გადაყავთ და შესაძლოა, ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად იყოს მოთავსებული, წუთებისა და საათების ინტერვალებით.

დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისებისა და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა, არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას.

სამწუხაროა, რომ შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას. კერძოდ, ექიმი არ ადგენს დაზიანების შესაძლო კავშირს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექიმი ახდენს დაზიანებების დოკუმენტირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით და უგზავნის იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს.

კვლავ არადამაკმაყოფილებელია საცხოვრებელ, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნებსა და საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. დახურულ დაწესებულებებში გამოწვევად რჩება პატიმრებისათვის 1 საათზე მეტი ხნით გასეირნების უფლების მინიჭება, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ამასთან, პერსონალის ნაკლებობის პირობებში რთულდება ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაც.

მისასალმებელია, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანგარიშში გაკეთებული შეფასებების თაობაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური გარკვეულ ნაწილში იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამიზნული აქვს დიდი პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად გარდაქმნა. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაწესებულებების გარდაქმნის იდეას, იმ შემთხვევაში თუ მათი მიზანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება იქნება.

პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა სათანადოდ განიხილონ და გაანალიზონ ანგარიშში გადმოცემული ფაქტები და გადადგან დროული ნაბიჯები რეკომენდაციების ეფექტური იმპლემენტაციისათვის. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ ანგარიშს ასევე გადაუგზავნის საქართველოს პარლამენტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეგები: დანაშაულიპატიმარიციხეძალადობა
გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

“პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია” – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
მთავარი

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით - იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და გადაწყვეტილებები მაქსიმალურად უმოკლეს დროში იქნება მიღებული, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს
მთავარი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, იაგო ბზიკაძის ნეშთი 33 წლის შემდეგ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში ჩამოასვენეს.-ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა...

დაწვრილებითDetails

თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ
მთავარი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან. შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი, თამარ გოგალაძე აღნიშნავს, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს. „4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი  გარდაიცვალა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა. "ქართლის ამბებს" ინფორმაცია სოფლის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.  მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე
მთავარი

ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მადონა ქასრაძე გარდაიცვალა . - სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მადონა ქასრაძეს ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან : ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის საზოგადოებრივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

ფერმაში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშირდება. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. იორთან ახლოს,...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში .

დაწვრილებითDetails

ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"