კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში დასაქმებულთა (3,3 მილიარდი) 81%-ის სამსახურმა მუშაობა სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტა.
როგორც BBC შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი კომპანია დაიხურა, პერსონალი კი დროებით ან სამუდამოდ დაითხოვეს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7% გაქრება, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული 195 მილიონი ადამიანის ეკვივალენტურია.