გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნებში – გამვლელებმა შემთხვევა ბათუმის სკოლასთან დააფიქსირეს, დაზარალებულია 10 წლის ბავშვი, ინფორმაციას “მთავარი” ავრცელელბს.
მათივე ცნობით გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს, დაკითხულია სავარაუდო მსხვერპლიც.
როგორც მეოთხე კლასელი ბიჭის დედა ამბობს, როგორც კი ეს ამბავი შეიტყო მაშინვე დაბრუნდა თურქეთიდან. მისი თქმით ერთ-ერთი საჯარო სკოლთან მდებარე შენობასთან ადგილობრივმა დაინახა მისი შვილი ერთ-ერთ არასრულწლოვანთან ერთად, რის შემდეგაც ფაქტი აცნობეს მოზარდის ოჯახს და მანდატურებს.
“ვიღაცამ დაინახა რომ ორივე გახდილები იყვნენ. იცნობს იმ პიროვნებას. ბავშვი ამბობს რომ სახელი-გვარი არ იცის, რადგან ხშირად ის ბავშვი არ დაუნახავს. ძალით ჩამხადა შარვალი და დამემუქრაო, თუ იტყვი ამას მოგკლავო და გამოგფატრავ მუცელსო” – ამბობს დაზარალებული ბავშვის დედა.
როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, ის ამ ამბის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და მათთან არც სამართალდამცავები მისულან
137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.