ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ.
რაც შეეხება გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე აქციის ჩატარების რისკებს, როგორც უდუმაშვილი ამბობს, თუ ხელისუფლება მაქსიმალურ ჩაკეტვებზე წავა, აქცია დაანონსებულ დროს მაინც გაიმართება.
„ბუნებრივია, თუ ხელისუფლება კიდევ წავა მაქსიმალურ ჩაკეტვებზე, რაც გულისხმობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ბუნებრივია, ეს პრობლემას შექმნის. ასე თუ მოხდება, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაუკავშირდება 15 მაისს და მას პანდემიასთან არანაირი კავშირი არ ექნება. ვიდრე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ დრო მაინც უნდა გამოვიყენოთ. თუ ჩაკეტავენ, აქცია მაინც გაიმართება, მიუხედავად იმისა, დროში გადაიწევს თუ 15-ში იქნება. ხელისუფლება ტყუილად ცდილობს, რომ ამ აქციის გამართვას მანიპულაციებით ხელი შეუშალოს. აქცია მაინც გაიმართება, ნებისმიერ შემთხვევაში! ჯერჯერობით აქციის გადადება დღის წესრიგში არ დგას. 15 მაისი არის დაანონსებული თარიღი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.