ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადაიდოს. ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არ სურს, რომ აქციები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ 13 მარტს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, რომელიც გადადებულია.