LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ”- ლევან იოსელიანი

ომბუდსმენი – რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, ეს იყო პაემნის გაუქმების ამბავი

დაპოსტა 2026/09/02-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულა.

როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ღარიბაშვილთან მან ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის, ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ა.შ. ყველაფერზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. რაც შეეხება იმ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც ვიყავი შესული, ანუ პაემანთან დაკავშირებით, დიახ, ბატონ ირაკლის განცხადებით, შეთანხმებული იყო წამახალისებელი, მესამე, გრძელვადიანი პაემანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. თუმცა, ამის შესახებ დამატებით დოკუმენტაციას ან წერილობით მიმართვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ეს პაემანი წარმოადგენს ციხის დისკრეციას, ციხის დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებას. ბატონი ირაკლის განცხადებით, იყო ასეთი დაპირება, თუმცა, ის შემდეგ შეიცვალა.

ასევე ვესაუბრე ციხის ადმინისტრაციასაც, მოვისმინე მათი პოზიციაც. მათ რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება ნეგატიური, ან უარყოფითი, რა თქმა უნდა, არ აქვთ პატიმრის მიმართ. ასევე მათი განწყობაა, რომ ის წამახალისებელი პოლიტიკა, რომელიც გააჩნდათ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ისევე, როგორც სხვა პატიმრების მიმართ, ეს პრაქტიკა არსებობს ციხეში, რომ წახალისებას იღებს ბევრი პატიმარი, ეს პოლიტიკა გაგრძელდეს მათი მხრიდან. რაც შეეხება იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა ამ პაემნის ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, რემონტი მიმდინარეობდა იმ რამდენიმე ადგილას, სადაც შეხვედრები ხდება, იმ პერიოდში ამიტომ ვერ მოხერხდა მათი განცხადებით ამ პაემნის ჩანიშვნა. თუმცა, სამომავლოდ, შემიძლია დავადასტურო, რომ ციხის ადმინისტრაციას რამე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ბატონი ირაკლის მიმართ გაგრძელდეს, ის დამოკიდებულება, რომელიც აქამდე ჰქონდა, ანუ ის პერიოდულად იღებდა წამახალისებელ პაემნებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მას ასევე დაუსვეს კითხვა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებითაც, ესაუბრა თუ არა ის აღნიშნულზე ექსპრემიერს.

„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები. თუ დანაშაულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, ეს საინტერესო უნდა იყოს საგამოძიებო უწყებებისთვის, როდესაც საგამოძიებო უწყებები გონივრულ ვადაში არ ახდენენ პრობლემის იდენტიფიცირებას, გამოძიებას, ამ შემთხვევაში არის პრაქტიკა, როცა სახალხო დამცველს მიმართავენ და სახალხო დამცველი ინტერესდება, რა არის გაჭიანურების მიზეზი. ყველა კითხვას, რაც ეხება დანაშაულს, შესაბამისმა უწყებამ უნდა მოახდინოს რეაგირება“, – განაცხადა იოსელიანმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ღარიბაშვილს მისი მხრიდან გაჟღერებულ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე, ან უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით, იოსელიანი ასე პასუხობს: „ბატონმა ირაკლიმ რაც გადმომცა, ეს შემიძლია გავაჟღერო“.

„რაც შეხება მის საპატიმრო პირობებს, მათ შორის, ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობის პირობებს, ამასთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ასეთ რამეს ადგილი რომ ჰქონოდა, დამერწმუნეთ, პირველი ამას ვიტყოდი. რასთან დაკავშირებითაც მას პრეტენზია ჰქონდა, ეს იყო პაემნის გაუქმების ამბავი, რის შესახებაც მოგახსენეთ. ამაზე მეტის თქმა გამიჭირდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველს მოუწოდა, შევიდეს ირაკლი ღარიბაშვილთან. ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებები ირღვევა, რაც სახალხო დამცველის მიერ უნდა გადამოწმდეს.

„26 აგვისტოს ჩანიშნული იყო ხანგრძლივი პაემანი. მას უნდა ენახა თავისი შვილები, რომლებიც სამი თვის განმავლობაში არ უნახავს და ეს პაემანი გაუუქმეს. ჩანიშნული პაემნის გაუქმება როგორ არის სიცრუე, ეს არ არის რთული გადასამოწმებელი”, – განაცხადა ადვოკატმა.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა. სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ...

დაწვრილებითDetails

წყლის 36 საათით გათიშვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება ვრცელდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

ზესტაფონის მე-3 საჯარო სკოლა დაიხურა - ინფორმაცას "ტვ არგო" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა
მთავარი

სამტრედიის №11 საჯარო სკოლა დაიხურა - 931 მოსწავლე სწავლას სხვადასხვა რეჟიმში აგრძელებს - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. სამტრედიის №11 საჯარო სკოლაში, სადაც ოფიციალური მონაცემებით 931 მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი აღარ...

დაწვრილებითDetails

მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს – დაკავებულია 4 პირი
მთავარი

ბრალი წარედგინა 4 პირს, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ,,ზიპლაინის” ფუნქციონირება რამდენჯერმე შეაჩერეს და ბიზნესმენს 187 297 ლარი  გამოსძალეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის...

დაწვრილებითDetails

ნადირობის წესების დარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა იმერეთში დაფიქსირდა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ნადირობისას 27 წლის ბიჭი დაიღუპა
მთავარი

ნადირობის სეზონის გახსნიდან პირველ 1 თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში სამართალდარღვევის 196 ფაქტი გამოავლინეს. ამ მაჩვენებლით რეგიონი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 22...

დაწვრილებითDetails

თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება – რაც შეეხება მისაქციელს, იქ ახალი სკოლა აშენდება

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან აქციაა
მთავარი

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ. ამის...

დაწვრილებითDetails

კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
მთავარი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 4 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 24, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"