ოდესაში ეკონომიკის კოლეჯში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ.
ამჟამად საავადმყოფოებში 9 დაშავებული რჩება.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ხანძარი ოდესის კოლეჯში 4 დეკემბერს გაჩნდა. ცეცხლი 2 ათას კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელდა.