ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხესთან 40 წლამდე კაცს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.