სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რამდენიმე წუთის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიასთან შევიდა.
მინდა მასთან საუბარი. მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.. ვნახოთ, როგორ წავა საუბარი. იცით, რომ მე პირველ დღეს ვნახე ნიკა [მელია] ციხეში და მინდა რომ ამ ვითარებაში, როდესაც მისი გათავისუფლების გზებზე არის საუბარი, მინდა რომ ვესაუბრო… რა თქმა უნდა, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს [გათავისუფლების ფორმის], სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში, უბრალოდ მე მოვისმენ მის აზრს, მის მდგომარეობას შევაფასებ, როგორ არის მაინტერესებს და ვისაუბრებთ შექმნილ სიტუაციაზე, – ამბობს ლომჯარია ციხეში შესვლამდე.
წყარო ; “მთავარი”.