ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისთვის დრონის აღმომჩენ 51 რადარს შეიძენს. ინფორმაცია ტელეგრამში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს არხზეა გამოქვეყნებული.
„ამ რადარების მიმწოდებელი ნიდერლანდური კომპანია Robin Radar System-ი იქნება. რადარებს გარემოს კონტროლი და დიდი სიჩქარით მოძრავი დრონების აღმოჩენაც კი შეუძლია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რადარებს დრონების აღმოჩენის გარდა მათი განადგურებაც შეუძლია. ინფორმაცია დრონების შეძენის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმაც დაადასტურა. როგორც მან სოციალური ქსელ X-ში დაწერა, საიმედო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.