ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
ავტომობილი ცხენისწყალის არხში გუშინ ღამით გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მასში სამი მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მდინარის დინებამ გაიტაცა.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.