გასული წლის გაზაფხულზე ტოპ-მოდელი, 51 წლის ნაომი კემპბელი დედა პირველად გახდა, მას სუროგატი დედის მეშვეობით ქალიშვილი შეეძინა. მას შემდეგ საზოგადოებას საოცრად აინტერესებს, თუ როგორია ყველა დროს ყველაზე მოთხოვნადი ტოპ- მოდელის ქალიშვილი.
რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეთში დედის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 51 ნაომიმ გადაწყვიტა, ეს დღე განსაკუთრებულად აღენიშნა და „ინსატგარმზე“ თვეების ქალიშვიოლისა და დედის, ვალერი მორისის ფოტოები გაავრცელა.
„პირველი დედის დღე დიდ ბრიტანეთში, ღმერთის უდიდესი წყალობა“, – წერს კემპბელი.
ცნობისთვის, ამ დროისთვის არც ბავშვის სახელია ცნობილი და არც მისი მამის ვინაობა