4-თვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებს დღეს, 5 მარტს მინისტრები შეხვდებიან. ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და საფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ადგილზე ჩასვლა პრემიერმა დაავალა.
ხელისულების წარმომადგენლებთან შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში იმართება. ადგილზე ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამაინები მივიდნენ, მათმა უმეტესობამ მედიასთან საუბარი არ ისურვა. მოქალაქეების ნაწილი კი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა მოგვიანებით მინისტრის ვიზიტს მაღალი საჯარო ინტერესი გამო ნათია თურნავამ შეხვედრა გახსნა.
“არ გვაქვს პრობლემა, შემობრძანდით, პროტოკოლი ჩვენ ხელშია და ვფიქრობ, სამართლიანი იქნება რომ დაესწროთ, თუ რა თქმა უნდა, არ შეგვიშლით ხელს სამუშაო შეხვედრის წარმართვაში. პირობას გაძლევთ, მეც და პატონი ლევანიც მზად ვართ რიონის მცველებს შევხვდეთ ნებისმიერ მათთვის მისაღებ ფორმატში”, – თქვა ნათია თურნავამ.
შეხვედრას არ ესწრებიან “რიონის ხეობის” მცველები, რომლებიც უკვე 132 დღეა პროტესტს მართავენ. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ დღევანდელი შეხვედრა დახურული იყო და ამბობდნენ, რომ დახურულ შეხვედრაზე არაფერი ესაქმებოდათ.