მუსიკოსი R Kelly სექს ტრაფიკის მართვასა და სუტინიორობაშია ბრალდებული. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
54 წლის ვარსკვლავი თაღლითობაშიც ედავებიან. გამოძიების ცნობით მისი სავარაუდო მსხვერპლი მამაკაცები, ქალები და ახალგაზრდა გოგონები იყვნენ, რომელთაც სექს სამუშაოებში ჩართვას და არალეგალურად მუშაობას აიძულებდა.
საქმე საერთო ჯამში რვა სხვადასხვა ეპიზოდს მოიცავს.
სი ენ ენ – ის ცნობით 24 სექტემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა დაიწყეს მსჯელობა რ. კელის ფედერალურ სასამართლო პროცესზე და საქმის განხილვა ორშაბათამდე გადაიდო, რადგან გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.
რ. კელის იურიდიულ ჯგუფს ჰყავს მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არასოდეს უნახავთ მომღერლის მხრიდან შეურაცხყოფა
ნაფიც მსაჯულებს შვიდი მამაკაცი და ხუთი ქალი შეადგენენ. ისინი 23 დღის განმავლობაში დაესწრნენ სასამართლო პროცესს, რომელიც 18 აგვისტოს დაიწყო და სულ 50 მოწმე გამოიკითხა.
რ. კელის ბრალის დადასტურების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
წყარო: https://edition.cnn.com/