ფაქტია, რომ აია სოფიას და ახლა უკვე ხორას მონასტრის მუსლიმურ მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ განაცხადა.
„სტამბოლის ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აჩვენებდნენ ღმერთის სიტყვის ჭეშმარით განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. მათი მოზაიკა და სხვა ფრესკები – სულისთვის სამოთხისეული საკვებია და დაუშრეტელი სიხარული“, – აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.
მისი თქმით, ეს ძეგლები მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნებიან.
„ჩვენ ვევედრებით სიყვარულის, სამართლიანობისა და მშვიდობის ღმერთს, რათა მან გაუნათოს პასუხისმგებელ ადამიანთა გონება და გული“, – აღნიშნა პატრიარქმა ბართლომეოსმა.