ბრიტანელი მსახიობის რობერტ პატინსონის გარეგნობა იდეალურად აღიარეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი ჯულიან დე სილვა მივიდა, რომელმაც პატიონსონის და სხვა მსახიობების სახეები „ოქროს კვეთის“ პროპორციებს შეადარა.
აღმოჩნდა, რომ 33 წლის მსახიობის სახე ამ პროპორციებს 92.15%-ით აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გავიდა ჰენრი კავილი (91.64%), მესამეზე ბრედლი კუპერი (91.08%). მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი ბრედ პიტი (90.51%) და ჯორჯ კლუნი (89.91%) იკავებენ.
2019 წელს დე სილვამ ანალოგიური კვლევა ცნობილ ქალებს შორის ჩაატარა და ყველაზე იდეალური გარეგნობის მქონედ მოდელი ბელა ჰადიდი დაასახელა.