LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

დაპოსტა 2025/01/03-ში
A A
335
ნახვა
გაზიარება

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

“გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რი­მის მახ­ლობ­ლად, დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, 2024 წლის 31 დე­კემ­ბერს “ჯგუ­ფი 13-ის“ სპეც­რაზ­მე­ლებ­მა, რა­კე­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ზღვაო დრო­ნით, Magura V5-ით, რუ­სუ­ლი Mi-8 ტი­პის ორი ვერ­ტმფრე­ნი გა­ა­ნად­გუ­რა“, – აცხა­დე­ბენ დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში.

ამას­თან­ვე, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი არი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბიც.

  • “არ­სე­ნა­ლი” – ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი:

2024 წლის ბოლო დღე,31 დე­კემ­ბე­რი მსოფ­ლი­ოს ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში შევა,რო­გორც უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნი­დან რა­კე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლი შვე­ულმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბა…

ის,რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის თით­ქმის სამ­წლი­ან­მა ომმა ძა­ლი­ან და­აჩ­ქა­რა სამ­ხედ­რო და ორ­მა­გი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, უდა­ვოა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პროგ­რე­სი შე­იმ­ჩნე­ვა დრო­ნე­ბის-დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვა­დი საფ­რე­ნი, მი­წა­ზე მოძ­რა­ვი და მცუ­რა­ვი უე­კი­პა­ჟო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ელ­ვი­სუს­წრა­ფეს პროგ­რეს­ში…

ომის მე­სა­მე წლის ბო­ლოს­კენ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ შეძ­ლო Magura V5 ტი­პის უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნი­დან(რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ძი­რი­თა­დად კა­მი­კა­ძე-დრო­ნის როლ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და) გაშ­ვე­ბუ­ლი ორი Р-73 SeeDragon ტი­პის რა­კე­ტით ჩა­მო­ეგ­დო ერთი რუ­სუ­ლი Ми-8МТ ტი­პის სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო შვე­ულმფრე­ნი,ხოლო მე­ო­რე კი და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა…

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი Magura V5 ტი­პის უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნი­დან მას­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი ორი Р-73 SeeDragon-ის ტი­პის „ზღვა-ჰა­ე­რი“ კლა­სის მარ­თვა­დი რა­კე­ტით…

ეს რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნე­ბი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­თან, ტარ­ხან­კუ­ტის კონ­ცხის სი­ახ­ლო­ვეს ჰა­ე­რი­დან ნა­დი­რობ­დნენ უკ­რა­ი­ნულ კა­ტარ­ღა-დრო­ნებ­ზე:შვე­ულმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი ტყვი­ამფრქვე­ვე­ბის ცე­ცხლით ცდი­ლობ­დნენ მათ აფეთ­ქე­ბა­სა და ჩა­ძირ­ვას, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი უე­კი­პა­ჟო დრო­ნებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გახ­სნეს და თა­ნაც…მარ­თვა­დი სა­ა­ვი­ა­ციო რა­კე­ტე­ბით,რის შემ­დე­გაც რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ნა­დი­რე­ე­ბი­დან გა­და­იქ­ცნენ ნა­დავ­ლად-თა­ვად უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­ტარ­ღა-კა­მი­კა­ძე­ე­ბი­დან გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში მო­ჩანს,რომ რა­კე­ტით მძი­მედ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ერთი რუ­სუ­ლი შვე­ულმფრე­ნი შავი ზღვის ტალ­ღებ­ში იძი­რე­ბა, მე­ო­რეს კი კუ­დის სა­ჭეს­თან უფეთ­ქდე­ბა რა­კე­ტა,მაგ­რამ დიდი გა­ჭირ­ვე­ბით მა­ინც აგ­რძე­ლებს ფრე­ნას ავა­რი­უ­ლად მი­წა­ზე და­საშ­ვე­ბად…

თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში ორ­მო­ცი­ო­დე წლის წინ დამ­ზა­დე­ბუ­ლი Р-73 ტი­პის მარ­თვა­დი რა­კე­ტე­ბით დღეს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სულ შვე­ულმფრე­ნებს აგ­დე­ბენ…

 

გარ­და ამი­სა, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს ამ შვე­ულმფრე­ნე­ბის ეკი­პა­ჟე­ბის გან­წი­რულ ხმით რა­დი­ო­სა­უბ­რე­ბის გა­და­ჭე­რილ ჩა­ნა­წე­რებს, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა,თუ რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახ­და მათ­თვის,რომ ად­ვილ საკბი­ლოდ მიჩ­ნე­ულ­მა-კა­ტარ­ღა-დრო­ნებ­მა იქით გა­მო­ი­ჩი­ნეს „ბრჭყა­ლე­ბი“ და სა­პა­სუ­ხო სა­რა­კე­ტო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს…

ჩვენ­თვის კი ის გა­რე­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მსოფ­ლი­ოს ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უე­კი­პა­ჟო კა­ტარ­ღა-დრო­ნის მიერ შვე­ულმფრე­ნის ჩა­მოგ­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და… თბი­ლის­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი რა­კე­ტით! გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

გაზიარება134

დაკავშირებული -პოსტები

თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
თელავში,ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ
მთავარი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მე-12 კლასის მოსწავლეები მოჰყვნენ, რომლებსაც ბოლო ზარი ჰქონდათ. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სკოლის მოსწავლეები არიან. დაშავებულია ერთი მშობელიც. შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა. თვითმხილველების...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
დღეს, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ხილული და უხილავი მტრებისგან – მეუფე შიო
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს ხვდებიან. შეხვედრა, საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი, თამარ გოგალაძე აღნიშნავს, სჯერათ, რომ პატრიარქი მათი შვილების საკეთილდღეო გადაწყვეტილებას მიიღებს. „4 მშობელი ვიღებთ მონაწილეობას...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე, ვალია ვანიშვილი  გარდაიცვალა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა. "ქართლის ამბებს" ინფორმაცია სოფლის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.  მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
“უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის” – გარდაიცვალა მადონა ქასრაძე
მთავარი

ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი მადონა ქასრაძე გარდაიცვალა . - სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მადონა ქასრაძეს ახლობლები და კოლეგები ემშვიდობებიან : ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის საზოგადოებრივი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სამი მოქალაქე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” წევრობისთვის დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

პანკისის ხეობაში, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე...

დაწვრილებითDetails

ფერმაში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშირდება. „გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. იორთან ახლოს,...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში .

დაწვრილებითDetails

ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
„მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე – ნანუკა ჟორჟოლიანი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების...

დაწვრილებითDetails

პატარა ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
მაისი 19, 2026
0
პატარა ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ნიტას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება ,გოგონას დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს : "ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია — ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"