მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა . ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაშავდა და საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.
ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მეფე მუჰამედ VI-მ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა .
მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.