პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობას 12 მილიონი ლარი უნდა დავახარჯოთ რეკონსტრუქციისთვისო და იქ თურმე მორიგი პარაზიტული საბიუჯეტო ორგანიზაცია უნდა განათავსონ სახელად “ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი”. ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარს შეჭამს ეს სახელმწიფო დაწესებულება.
ეს ივანიშვილის “ნაჩუქარ” შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს ჰგავს, წელიწადში ორი სუბსიდირებული კონცერტი რომ იმართება და მერე მილიონები იხარჯება მის შესანახად. ქუთაისის პარლამენტის შენობის და იქ დასაქმებული მოხელეების შენახვას ათჯერ მეტი ფული დასჭირდება.
ასეთი პროექტები (ფეხბურთის ახალი სტადიონის აშენების ან რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევისა არ იყოს) ემსახურება ფულის მოტეხვას და კორპუსების ჩადგმას. ქუთაისს სხვა, წინასაარჩევნო პროპაგანდის ეფექტიც აქვს – თურმე იქ სახელმწიფო მოხელეების განთავსება ქალაქს რაღაცას შემატებს.
ამათი ხელისუფლებაში დარჩენა იმაზე უფრო მეტად თავხედური ძარცვის გაგრძელება იქნება, რაც აქამდე გვინახავს. ახლაც არაფერს იკლებენ,“ – წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიხსნება.