“მომაწოდეთ ორი ლუკმა საჭმელი” – ოპერატორი ონისე მელქაძე დახმარებას ითხოვს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გაბრაზებულია დედაჩემი ტალახიანი ძაღლები შევიდა ოთახში და არ მიშვებს სახლში, მომაწოდეთ ორი ლუკმა საჭმელი მანქანიდან ვერ გადმოვდივარ” – წერს ონისე მელქაძე და ფოტოს აზიარებს.
ონისე მელქაძეს კომენტარებში ურჩევენ სათნოების სახლს მიმართოს, თავად კი სახალხო დამცველის ყურადღებას ითხოვს.
ონისე მელქაძისგან ეს პირველი სახალისო პოსტი არაა, იგი გამოირჩევა განსაკუთრებული იუმორითა და ძაღლებისამი სიყვარულით. სოციალურ ქსელში “ბიმის” დაბადების დღის აღმნიშვნელი ფოტოები აქტუალობას არ კარგავს.