LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას..“ – იაგო ფრანგიშვილი

დაპოსტა 2021/09/18-ში
35.4k
ნახვა
გაზიარება

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალური ქსელით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის მიერ გავრცელებულ ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და მაგალითად გერმანიაში მომხდარი შემთხვევა მოჰყავს, რომლის დროსაც 200 ადამიანიდან სრულად აცრილი 68 პირი „დელტა შტამით“ ინფიცირდა, ხოლო კოვიდგადატანილი ადამიანები დაცული დარჩნენ.

„გუშინ პრაქტიკამ დაამტკიცა, გერმანიაში რომ 68-ჯერ სჯობს მინიმუმ!!! გერმანიაში ერთ დისკოთეკაში დაშვებულნი იყვნენ რამდენიმე ასეული, 200-ზე მეტი ადამიანი, კოვიდგადატანილები და სრულიად აცრილები, რა თქმა უნდა უტესტოდ, აბა აცრილის დატესტვას ვინ გაბედავდა, შეთავაზებაც კი წარმოუდგენელია ამგვარი რამის!!! 68 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდი, 68 აცრილს. არცერთ კოვიდგადატანილს. ვირუსი აღმოჩნდა დელტა შტამი.

ეს ყველა აცრილი და ახლა კოვიდიანი თავს მშვენივრად გრძნობს აცრილია და ახალგაზრდაა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად?? როგორმე უნდა შევეგუოთ ეს ორჯერ და სამჯერ აცრილები და მეოთხე და მეხუთე აცრის მომლოდინენი, რომ, მოეშვით კოვიდგატანილებზე ზეწოლას, ბნელად გამოცხადებას, თუკი არ იცრება“, – აღნიშნავს ექიმი.

იგი აცხადებს, რომ ისრაელში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ორგანიზმი ინფექციას უჯრედის დონეზე იმახსოვრებს.

„შეამოწმეთ ისინი, ვისაც არ სურს აცრა, გადაიტანა თუ არა კოვიდ ინფექცია, აი ამაზე წამოგყვება მოსახლეობა და სიტუაცია ცოტათი დაწყნარდება, რადგან ახლა კი ცხელა, მაგრამ, ახლა რომ ამდენი ჰოსპიტალიზებული გყავს,
აი რომ აცივდება, მერე ყველა სურდოიანი და 38 სიცხიანი მიადგება საავადმყოფოს, დაურეკავს სასწრაფოს და დაპანიკდება.

აი იქ, ერთი აცრილი პერსონალი და არდატესტილი ყველას დაავადებს. ერთი აცრილი და ვირუსმატარებელი ნახევარ ავტობუსს გადასდებს და ამაზე ახლაა საფიქრალი. როცა აცრის არმსურველს აუღებ ანალიზს და ეტყვი, შენი ანტისხეულის რაოდენობა 1-ია, ანუ 0,8-ზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ გადაიტანე კოვიდი და სულერთია რამდენი გაქვს ანტისხეული, ორგანიზმმა იცის მასთან გამკლავება, ამის შემდეგ სიტუაცია დაწყნარდება, ხალხიც დაწყნარდება და ექიმიც დაწყნარდება.

თუკი ახლა ვინმეს დისკუსიის სურვილი გაგიჩნდებათ, აბა ანტისხეული ამდენი და იმდენი უნდა იყოსო, არის საკმარისი კვლევები კოვიდგადატანილებზე და იმუნური სისტემის მახსოვრობის უჯრედებზე და მათ ფუქციებსა თუ შესაძლებლობებზე, კოვიდგადატანილებში ძვლის ტვინში არსებულ სპეციალურ კუნძულებზე, რომელთაც ახსოვთ ინფექცია.

და სხვათა შორის, ეს ისრაელში დადგინდა, რომ „ფაიზერის“ ორი აცრიდან რამდენიმე კვირის მერე პოსტკოვიდურის მსგავსი კუნძულები დადგინდა ძვლის ტვინის ქსოვილში.

ასე რომ, აცრაც და ამგვარად სრული იმუნიზაციაც იმაზე დიდხანს იცავს, ვიდრე ახლა მიღებულია, რომ ექიმმა თქვას და გააპიაროს. და მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას. ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ ხოლმე და ნურავინ ამაყობს ტვინის თვითამპუტაციით“, – წერს იაგო ფრანგიშვილი.

გაზიარება14156

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
2.6k
მთავარი

მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
98
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
1k
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
17
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
83
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
408
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
51
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
41
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
25
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».