ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა.
აპლიკაცია გადმოსაწერად უკვე ხელმისაწვდომი Google Play-სა და App Store-ში.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული, როგორც სამხრეთ კორეაში,ა სევე იაპონიაში. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდ ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კნონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.