პროექტის „ნაბიჯ-დაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორები გამოვლინდნენ. მათ სერთიფიკატები და ის სპეც- ტექნიკა გადაეცათ, რაც შემდგომში საკუთარი საქმიანობისა და იდეების გაანვითარებაში დაეხმარებათ. გრანტი ტექნიკის სახით სულ 9 გამარჯვებულმა მიიღო. გრანტის მიღებამდე კი მათ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ეტაპებიც გაიარეს . ბენეფიციარებს ასევე შესაძლებლობა ქონდათ ესარგებლათ სხვადასხვა სახის სარეალიტაციო სერვისებით და მენტორების მხარდაჭერით . პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “ Hilfswerk International “ , ორგანიზაციებთან “თახმობა”-სა და მეწარმე ქალთა ფონდთან ერთად შიდა ქართლში, სამეგრელოში და იმერეთში ახორციელებს . მისი მიზანი აქ მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.
ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა
"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.










