პროექტის „ნაბიჯ-დაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ“ გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორები გამოვლინდნენ. მათ სერთიფიკატები და ის სპეც- ტექნიკა გადაეცათ, რაც შემდგომში საკუთარი საქმიანობისა და იდეების გაანვითარებაში დაეხმარებათ. გრანტი ტექნიკის სახით სულ 9 გამარჯვებულმა მიიღო. გრანტის მიღებამდე კი მათ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ეტაპებიც გაიარეს . ბენეფიციარებს ასევე შესაძლებლობა ქონდათ ესარგებლათ სხვადასხვა სახის სარეალიტაციო სერვისებით და მენტორების მხარდაჭერით . პროექტს საერთაშორისო ორგანიზაცია “ Hilfswerk International “ , ორგანიზაციებთან “თახმობა”-სა და მეწარმე ქალთა ფონდთან ერთად შიდა ქართლში, სამეგრელოში და იმერეთში ახორციელებს . მისი მიზანი აქ მცხოვრები სრულწლოვანი პრობაციონერების, ყოფილი მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.
საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა – ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში
2025 წელს საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. პლატფორმას 32 შეტყობინება წარედგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 78%-იან ზრდას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა...










