ასეთ მდგომარეობაზე წყალტუბოში სანატორიუმ „აია“-ში შესახლებული დევნილები საუბრობენ. აქ მაცხოვრებლები ბინებით დაკმაყოფილებას უკვე 27 წელია ითხოვენ. ადგილზე უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა აცხადებენ ისინი. ამის მიზეზი კი ის სინესტეა, რომელითაც სანატორიუმის მთელი შენობაა გაჟღენთილი. მოშლილმა საკანალიზაციო და წყლის სისტემებმა შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადა. მილებიდან გამოსული წყალი თუ საკანალიზაციო ნარჩენი ერთმანეთში ირევა და კედლებიდან და ჭერიდან მოჟონავს. გაგვიყვავნონ აქედან ესაა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა აცხადებს ირმა ფანგანი.
მოიცდის კი ბუნება ამდენს? – ბუეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მეწყრული პროცესია განვითარებული ტყიბულის სოფელ ბუეთშიც, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ,,მეგა ტვ"-ს აცნობეს დაზარალებულია 2 ოჯახი. ,,ეზოში ბზარები დაახლოებით თებერვლის დასაწყისში გაჩნდა. შემდეგ მარტის დასაწყისში ჩავარდა მიწა და მის მერე...









