,,დღეს სერიოზული ამბები გვაქვს ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დაცვისთვის.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტი მოამზადა. 33 მილიარდი დოლარით.
კერძოდ, 20 მილიარდზე მეტი შეიძლება წავიდეს თავდაცვისთვის. ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 8 მილიარდ დოლარზე მეტია დაგეგმილი.
კიდევ 3 მილიარდი დოლარი მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეერთებული შტატებისთვის.
და მე მადლობელი ვარ ამერიკელი ხალხის და პირადად პრეზიდენტ ბაიდენის ამისთვის.
ვიმედოვნებ, რომ კონგრესი სწრაფად დაუჭერს მხარს ჩვენს სახელმწიფოს დახმარების ამ მოთხოვნას.