რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელმან მუსტაფაევს, რომელიც წარსულში ოჯახური ძალადობის ბრალდებით ერთხელ უკვე იხდიდა სასჯელს, პატიმრობა შეუფარდა.
23 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ განსაკუთრებული სისასტიკით სოფელ ყარაჯალარში 15 თებერვალს დანით მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდა, მეუღლის დისა და შვილის თვალწინ, 23 წლის ახალგაზრდა ქალს დანით ყელი გამოჭრა, ასევე დანის გამოყენებით, სხეულზე მიაყენა სხვადასხვა დაზიანებები.