საქართველოს საპატრიარქო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენი ინფორმაციით, დღეს დილიდან, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს.
ამასთან, დამატებითი სამედიცინო კვლევებისთვის, მეუფე ზოსიმე ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.
ღვთის შეწევნით, მიტროპოლიტ ზოსიმეს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას, დღეგრძელობასა და მხნეობას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.