მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე, კვლავ ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მდგომარეობა კი გაუარესებულია – მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მიაწოდა.
უფლებადამცველი მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” შეხვდა.
შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან “მთავარი არხის” ხელმძღვანელის დაკავების საკითხი განიხილეს.
სააკაშვილი თვლის, რომ ეს ფაქტი დიდი დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის.
მოტივები ხელისუფლებისა, გარდა პირადი ბოღმისა, რეპრესიული პოლიტიკისა და ავტორიტარიზმისა, მისთვისაც გაუგებარია.
თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს განუზომელ დარტყმას მიაყენებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, ისე ზოგადად ქართული სამართლებრივი კულტურის განვითარებაზე”,-თქვა შოთა თუთბერიძემ.