LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
”მეგა ტვ”-ს ჟურნალისტი თამარ ქავთარაძე კონკურსის ”ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებული გახდა

”მეგა ტვ”-ს ჟურნალისტი თამარ ქავთარაძე კონკურსის ”ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებული გახდა

დაპოსტა 2020/01/17-ში
A A
223
ნახვა
გაზიარება

ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ს ჟურნალისტი თამარ ქავთარაძე კუნკურსის ”ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებული გახდა. ის იმერეთის რეგიონის რჩეულ ჟურნალისტად დასახელდა.

დაჯილდოება თბილისში ”მოხალისეობის ეროვნული ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

”მინდა მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის ორგანიზატორებს. ეს არის დიდი მოტივაცია ჩემთვის პირადად, რათა სამომავლოდ უფრო აქტიურად ვიყო საზოგადოების სამსახურში. არ ვიცი ეს გამარჯვება რამდენად მეკუთვნის, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას ვინც ჩათვალა რომ ამ სტატუსს ვიმსახურებ, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.” – განაცხადა თამარ ქავთარაძემ.

კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 2019 წელს გამოცხადდა.

კონკურსის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით გამოევლინათ ის ჟურნალისტები, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებენ სამოქალაქო საზოგადოებას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს, განვითარების შესაძლებლობებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას. ამასთანავე, თავიანთ საქმიანობაში ეყრდნობიან სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა), იცავენ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ რეგიონული ჰაბების დახმარებით ჩაატარა საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოკითხვა, გამარჯვებული ჟურნალისტების გამოსავლენად.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საქართველოს ყველა რეგიონში, ჰქონდათ შესაძლებლობა, მათი რეგიონისა და ცენტრალური მედიის თითო გამორჩეული წარმომადგენელი დაესახელებინათ.

ორგანიზაციებს საკონკურსო კითხვარი 2019 წლის 28 დეკემბრამდე უნდა შეევსოთ. ერთ ორგანიზაციას ჰქონდა ერთი ხმა და მათ საერთო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

გამარჯვებულად ის ჟურნალისტები დასახელდნენ, რომლებმაც თავიანთ რეგიონებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, მათ შორის იმერეთში ყველაზე მეტი ხმა ორგანიზაციებისგან ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ს ჟურნალისტმა თამარ ქავთარაძემ მიიღო.

”ეს იყო კარგი შესაძლებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გამოეხატათ მადლიერება და წაეხალისებინათ  მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას აქტიურად აშუქებენ.” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

17 იანვარს, მოხალისეობის ეროვნული ფორუმი – „შენთვის, ჩემთვის, ცვლილებებისთვის – მოხალისეობის დროა“  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.  ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ფორუმი საქართველოში  მოხალისეობის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა.

თეგები: თამარ ქავთარაძემეგა ტვ
გაზიარება215

დაკავშირებული -პოსტები

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგია მაღალია, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს.   ტყუპები – კომუნიკაცია გეხმარება ბევრ...

დაწვრილებითDetails

“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ
მთავარი

იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ. როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა. მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:   ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი...მოფრინდა,გულები აგვივსო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. მეგა ტვ -ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს?
მთავარი

დედასთან, მეგობართან, საყვარელ ადამიანთან თუ დაქალთან - ქუთაისში სალაპარაკოს რა გამოლევს? სელფი მობაილი ქუთაისში ქსელის გაუმჯობესებას ახალ შეთავაზებებთან ერთად აღნიშნავს. ქუთაისში, სელფის მაღაზიაში ნომრის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 1...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 25 მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
„სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა იყოს უფრო მკაცრი მოთხოვნები, თუნდაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა, მაგრამ გამკაცრება დამხმარე ღონისძიებაა, მთავარია ცოდნა, - ამის შესახებ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ „კვირის პალიტრასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება ერთ დღეში 31 დოლარით დაეცა და 4 509 დოლარით განისაზღვრა. Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ღირებულება...

დაწვრილებითDetails

დედის ლოცვა, რომელიც შვილებს განსაცდელებისგან იცავს

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დედის ლოცვა შვილებისთვის! ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი...

დაწვრილებითDetails

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
ლევან ახობაძე დააკავეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე გუშინ დააკავა. ლევან...

დაწვრილებითDetails

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს- პროკურატურა

by მეგა TV
მაისი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"