რონალდინიომ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს გვერდით თამაშს ისურვებდა.
“ვფიქრობ, მბაპე სწორედ ის ფეხბურთელია, ვისთან ერთად თამაშსაც ვისურვებდი”.
“მისი თამაშის მანერა მომწონს, ასე რომ მის გვერდით თამაში კარგი იქნებოდა”, – ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს ESPN-ი. მიმდინარე სეზონში მბაპემ 23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.