LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჰოდა, ბოჭორიშვილში ვწევარ “კოვიდ19” დიაგნოზით – ინფიცირებული ჟურნალისტის წერილი კლინიკიდან

მახველებს. დიდხანს, გაუთავებლად. თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც – რას წერს ჟურნალისტი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის

დაპოსტა 2020/09/21-ში
A A
3.2k
ნახვა
გაზიარება

”მახველებს. დიდხანს, გაუთავებლად. თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც” – ამის შესახებ ჟურნალისტი ვიკა ბუკია თავის ფეისბუკგვერდზე წერს. ჟურბალისტი უკვე რამდენიმე დღეს მეუღლესთან, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კორონავირუსს ებრძვის და მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

”ვირუსს ორი ეტაპი აქვს. კოვიდის დამარცხება და მასთან ბრძოლაში გამოლეული ძალების აღდგენა. მე ჯერ არ ვიცი სად ვარ. პირველი ეტაპი გავიარე თუ არა მეტყვიან ზეგ, ტესტის შემდეგ. და მეორე ეტაპზე ახლა გადავდივარ.

ლევანზე სულ უფრო ნაკლებს ვწერ. ჩემზე ყოჩაღია და სიმპტომებიც ნაკლები აქვს. ნაკლებად ახველებს. და ენერგია აქვს.

სიცხე არ მაქვს უკვე მესამე-მეოთხე დღეა. მაგრამ მახველებს. მახველებს. მახველებს. დიდხანს, გაუთავებლად. თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც. და მერე ხველას მოსდევს სველი შუბლი, ვიცი რომ ამ დროს ფერს ვკარგავ და ჰაერი ოთახში უბრალოდ ქრება. ვიკეთებ ჟანგბადს, მივწვები და შვებას ვგრძნობ. მაგრამ არ მინდა ვიწვე და მსიამოვნებდეს. მინდა ფეხზე ვიდგე და ისე ვგრძნობდე შვებას. მერე მეშლება ამაზე ნერვები და შეიძლება ვიჯღავლო კიდეც უცებ. მე ძაან მეჩქარება აქედან გასვლა. და რაც უფრო მეჩქარება, მით უფრო მღალატობს ნერვები. სულ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. სულ სხვა რუტინაში. მიჭირს ფსიქოლოგიურად გადალახვა ჩემი რეალობის.

იმ რაღაც ცივ ორმოს ისევ ვგრძობ სხეულში. და პირი ისევ მოკუმულია ორმოში სიცივე არ მომხვდეს. ლიმონიანი ჩაი მსიამოვნებს. იმ ორმოს სიამოვნებს. ახლა ვიცი, რომ ეს ორმოა ჩემი ბოლო ბრძოლა ვირუსის დამაცხებამდე. იარა, იარა ორგანიზმში, ამატკია ხან თავი, ხან ფეხი, ნერვები და ფილტვებში ჩაიმალა. “ის” იქ ჩაბუდდა. იქ დარჩა. და იქიდან უნდა გაქრეს, ამოძირკვოს და გადაშენდეს სამუდამოდ.”- წერს ვიკა ბუკია.

გაზიარება1298

დაკავშირებული -პოსტები

“გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში”-პრემიერი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტეზერის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის...

დაწვრილებითDetails

“გზებზეე დიდი წყლებია, იამები და ჭები არჩანს საერთოდ, მანქანით ჩავვარდიი”-წყალტუბოში საავტომობილო გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო მოქალაქეები წუხან

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
“გზებზეე დიდი წყლებია, იამები და ჭები არჩანს საერთოდ, მანქანით ჩავვარდიი”-წყალტუბოში საავტომობილო გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო მოქალაქეები წუხან
მთავარი

წყალტუბოში ნალექმა პრობლემები შექმნა, სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობამ საავტომობილო გზის დატბორვა გამოიწვია და გზის საფარის დაზიანებული ნაწილის შემჩნევა შეუძლებელი გახადა. მოქალაქე სოციალურ ქსელში დღევანდელი შემთხვევის შესახებ წერს და წყალტუბოს მერიას მეტი...

დაწვრილებითDetails

თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირიას გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. პატარა სანი მძიმე სენს, ავთვისებიან სიმსივნეს, აგრესიულ ნეირობლასტომას ებრძოდა, ის გარკვეული პერიოდი თურქეთის კლინიკაშიც მკურნალობდა, სამწუხაროდ, პატარა სანის...

დაწვრილებითDetails

მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. იგი 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში. მაშველები სოხუმიდან გალში გუშინ, დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

“ათობით მომხმარებელი მოიწამლა”-ქუთაისში ერთ-ერთ კვების ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისი - კვების ობიექტი "ფუდ გალერი". ეს არის ადგილი, სადაც ე.წ. დიეტური კვება მზადდება და მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით ეგზავნებათ. სწორედ მათი მენიუს ათობით მომხმარებელი მოიწამლა პარალელურად რამდენიმე ქალაქში. ობიექტი პასუხისმგებლობას...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

25 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი – ენერგია მაღალია, მაგრამ ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.   კურო – ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გჭირდება. შეიძლება მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს.   ტყუპები – კომუნიკაცია გეხმარება ბევრ...

დაწვრილებითDetails

“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
“უსაზღვრო სიყვარული დათესა და კვლავ ანგელოზად გაფრინდა” -პატარა ემილის გლოვობენ
მთავარი

იმერეთში პატარა ემილის გლოვობენ. როგორც ახლობლები წერენ გოგონას გულზე პრობლემები ჰქონდა. მეგა ტვ -ი იზიარებს ოჯახის მწუხარებას. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს აქვეყნებენ:   ჩვენი 6 წლის ნანატრი ანგელოზი...მოფრინდა,გულები აგვივსო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
მაისი 24, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა. მეგა ტვ -ის ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"