თბილისში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი მაშველებმა გადაარჩინეს, – იფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობიტ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდა. ძაღლი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მაშველთა დახმარება ითხოვეს.
შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა მოტონავის საშუალებით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობარი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.